ფრენკ ბოლანდის შეხვედრა არასათავრობო სექტორთან (video)

ფრენკ ბოლანდის შეხვედრა არასათავრობო სექტორთან (video)

ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფრენკ ბოლანდთან შეხვედრა დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმა და თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის პროცესი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მიმდინარეობისას (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში (ANP) თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას.

ფრენკ ბოლანდთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა.