ეროვნული გვარდიის მეთაურის ვიზიტი გერმანიაში

ეროვნული გვარდიის მეთაურის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ქართველ კოლეგებს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, ბუნდესვერის რეზერვისტთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ მაიორმა ვერნერ ვაიზენბურგერმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის რეზერვისტთა მომზადების საკითხებში გამოცდილება გაუზიარეს  და სამომავლო თანამშრომლობის შესახებზე ისაუბრეს.