ევროპელთა რეკორდული ვალები

ევროპელთა რეკორდული ვალები

ევროზონის ვალები რეკორდული ტემპით იზრდება.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისიდან ევროზონის სახელმწიფოებმა 110 მილიარდი ევროს ობლიგაციები გამოუშვეს. ზოგიერთი მათგანისთვის კი ეს შეიძლება, ძალიან უსიამოვნო შედეგით დამთავრდეს – ინვესტორები თავიდან გადააზღვევენ და საპროცენტო განაკვეთებს გაუზრდიან მსხვილ მევალეებ.

ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ირლანდია.

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფალთ, საპროცენტო განაკვეთების გაზრდით აიძულებენ ეკონომიკა წესრიგში მოიყვანონ. თუ ასე არ მოხდა „მათი გამოშვებული ობლიგაციები, უბრალოდ, გაიყიდება“.

მიუხედავად მუქარისა, საბერძნეთმა განაცხადა, რომ აგრძელებს შიდა სესხების პროგრამას. თან, ეს იმ დროს, როდესაც ერთი თვის წინ ევროზონის ქვეყნების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებზე პროცენტულმა განაკვეთებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდულ მონაცემებს მიაღწია.