ფეხბურთელთა გუნდი ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

ფეხბურთელთა გუნდი ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წელს მესამედ გახდა. შსს-ს საფეხბურთო ნაკრებმა 18-21 სექტემბერს ქალაქ ვილნიუსში, ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგაში წელს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, უკვე მეხუთედ იასპარეზა. სამინისტროს საფეხბურთო გუნდი უკვე 5 წელია მონაწილეობს აღნიშნულ ჩემპიონატზე და დღემდე 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

წელს ჩემპიონატზე ევროპის 8 ქვეყნის 20 გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები თურქეთის, ისრაელის, ლიტვის და „ლიტვის პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის“ გუნდებს შეხვდა. ფინალური შეხვედრა ქართველმა პოლიციელებმა პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის გუნდთან გამართეს, რომელიც დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები და ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის თასი გადაეცა.

 

--