საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ამ ქვეყანას შორის არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა. იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე საქართველო გადავა ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზაში.
For.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა პირველი სექტემბრიდან შეუძლიათ. ამ ქვეყანას შორის არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები. ამას უკვე მოყვა ოპონენტების შეფასება, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას, რატომ არის აუცილებელი უვიზო რეჟიმი ისეთ ქვეყნებთან, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი. რას უპასუხებთ ოპონენტებს?
ალექსი პეტრიაშვილი: საერთოდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები მიმართული არის მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგებისკენ. ამისათვის ძალიან ბევრი იმუშავა საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ხანგრძლივად მოგვარდეს. ქვეყანა ქვეყანას დაემგვანოს, მართლაც რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიც არის მიგრაციის პოლიტიკა. ჩვენს ქვეყანაში ვინც ჩამოვა და წავა, არავინ იყოს უკმაყოფილო, არავის უნდა გაუჩნდეს ზედმეტი შეკითხვები, მაგრამ ამავე დროს იგრძნოს, რომ ის რაღაც სივრცეში კი არ ჩამოდის, არამედ ჩამოდის ცივილურ დემოკარატულ ევროპულ სახელმწიფოში.
ამიტომაც გადაიდგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიგრაციის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. ამ პროცესში დღის წესრიგში დადგა ვიზის ლიბერალიზაციის, მოწესრიგების საქმეც, ამიტომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ერთდროულად მოწესრიდგება. შესაბამისად, განისაზღვრა იმ ქვეყნების სია და ეს არაა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, რომლებიც შედიან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ქვეყნებში. თუკი ადამიანი ჩამოდის სამუშაოდ, ანუ დრობით საცხოვრებლად, ამისათვის სპეციალური რეგულაციები შემოდის.
ევროკვაშირის პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ არ გაიცეს ვიზები საზღვარზე...
- ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შესაბამისად, შეიქმნება დამატებითი საკონსულო ერთეულები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ სხვა ქვეყნების წარმომადგნელებს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად მიიღონ ვიზები. გარდა ამისა, დამატებითი ერთეული გულისხმობს იმავე ქვეყნებში, რომლებიც ამ სიაში არიან, მაგრამ მათ მოქალაქეებს სჭირდებათ სამუშაო ვიზების მიღება, ამ ქვეყნებშიც კი იქნება დამატებითი საკონსულო ერთეულები. ეს არა იქნება მხოლოდ დედაქალაქებში, სხვა დიდ ქალაქებშიც იქნება საკონსულოები. წესრიდგება მიგრაციული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. არავითარ შემთხვევაში ეს არ უქმნის საფრთხეს ტურიზმის განვითარებას. სასწავლო თუ საქმიანი მიზნებით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის სპეკულაციები, რომელიც რაიმე შეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოთქმული.
ახალ სავიზო რეგულაციებს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია და ამბობს, რომ მთავრობა თანმიმდევრულად ძირის უთხრის იმ ფუნდამენტს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს დაარტყამს...
- ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა. არავითარ შემთხვევაში ეს არაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რაიმე ფორმით ზიანის მიყენებისკენ გადადგმული ნაბიჯები. პირიქით, ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ, რომ ქვეყანაში მოწესრიგდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმოსვლა. ასევე გათვალისწინებულია განსაკუთრებული შემთხვევები, მათ შორის - სატრანზიტო ვიზების გაცემა, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ეს კეთდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ოპონენტების აბსოლუტური უმრავლესობა. უბრალოდ, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა პოლიტუკურად არასწორი კამპანიის და პიარის აგორების, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი.
საინტერესოა, როდის გადავა საქართველო ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზაში? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვის საკითხი....
- ვარაუდობთ, რომ ადრეულ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვა ევროკავშირიდან შემფასებელი მისია. შესაბამისად, მოხდება ყველა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასება. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად გადაწყდება მეორე ფაზაზე გადასვლის საკითხი.
რა სარგებელს ნახავს საქართველო უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში?
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგმული ნაბიჯები. ვითვალისწინებთ რა რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობას, ამ ეტაპზე შეინიშნება ქაოტური მიგრაციული პროცესი, ამ პროცესებს სჭირდება მოწესრიგება და რეგულირება. რათა პირველ რიგში გათვალისწიებული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები, ეს ყველაფერი მოექცეს კანონის ფარგლებში, ისე, როგორც ეს არის დემოკრატულ სახელმწიფოებში. ამდენად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი მცდელობა, რომ ეს საკითხი წარმოაჩინონ რბილად რომ ვთქვათ, უკან გადადგმული ნაბიჯი, სრულიად უსაფუძვლოა და განწირულია წარუმატებლობისთვის.
რაც შეეხება ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვან საკითხს, 4-5 სექტემბერს გაიმართება უესლსის სამიტი. რა მოლოდინი გაქვთ ამ სამიტიდან, რა გადაწყვეტილება იქნება ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული, ახალი სამოქმედო პაკეტი, რომელსაც მიიღებს საქართველო, ეს არის თუ არა ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზა?
- დიახაც, რომ ეს არის ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზა. ჩვენთვის თვითმიზანი არაა MAP-ის მიღება, ჩვენთვის უმთავრესი მიზანია ნატოში გაწევრიანება. ასპირანტი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ახალ პაკეტს, ძალიან მნიშვნელოვანს და განსახვავებულს, რომელიც ძალიან სერიოზული ელემენტებით იქნება დატვირთული. რომელიც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს და ღონისძიებებს. საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას ნატოს აქტივობაში და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის ძალიან ფართო შესაძლებლობებს.
ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ აუცილებლად დაფიქსირდება ხელშესახები ელემენტები და პროგრესი. ეს პაკეტი იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებისთვის, ისევე როგორც არაკეთილმოსურნეებისთვის. სწორედაც, რომ საქართველო დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე. საქართველო კიდევ მინიშვნელოვნად უახლოვდება ნატოში გაწევრიანების მიზნის რეალიზებას. ამ პაკეტის მიღებისა და მისი ელემენტების ამოქმედების შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ახალი პაკეტი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს ნატო-ს სამიტზე, ეს იქნება მაქსიმალური შედეგი როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით?
- საქართველო მიიღებს პრაქტიკულად მართლაც ძალიან მნიშვნელოვანს, ისევე, როგორც პოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს გზავნილს. დღეს უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესში პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველო ავა ახალ საფეხურზე. მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. ამის შესახებ განცხადებებიც გაკეთდება ნატოს ხელმძღვანელობისგან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდანაც.
„გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“ რომელსაც ქვეყანა სამიტზე მიიღებს, ოპონენტები თვლიან, რომ ასპირანტი ქვეყნისთვის ამ პაკეტის მინიჭება, ეს უკვე არის უკუსვლა. საინტერესოა თქვენ რას ეტყოდით ოპონენტებს?
-იცით, რომ ჩვენ გვაქვს ახალებული მიდგომა. საზოგადოებაში გადაჭარაბებული მოლოდინისგან ჩვენ იმითავითვე მოახდინეთ დისტანცირება და ვთქვით, რომ ჩვენთვის არაა თვითმიზანი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა. ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ევროვნული პროგრამა, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია და ეს მექანიზმები შესაძლოა იყოს აღიარებული როგორც ეფექტური მექანიზმები საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. გარდა ამისა, პაკეტში იქნება ახალი ელემენტები, რომელიც დაახლოებს და უფრო მეტად თავსებადს გახდის საქართველოს ნატოსთან, ყველა ძირითადი მიმართულებით და მათ შორის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავდაცვის სფეროში.
„ნატომ უნდა მიიღოს ახალი წევრები. სხვა შემთხვევაში ალიანსი ან სტაგნაციაში ჩავარდება, ან სულაც მოკვდება“, - წერს კარნეგის კოორპორაცია ნიუ-იორკში. ამ შეფასებას თქვენ სოციალური ქსელით გამოეხმაურეთ და აღნიშნეთ, რომ რაც მეტი იქნება ასეთი შეფასება, მით უკეთესი იქნება საზოგადოებრივი აზრის შექმნის კუთხით. ეს წერილი სამიტის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ნატოს წევრ ქვეყნებზე თუ მოახდენს გავლენას, რომ ჩამოყალიბდეს ერთობლივი აზრი საქართველოსთან მიმართებაში?
- სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებში უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, უნდა მომწიფდეს აზრი, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, მზად უნდა იყვნენ თვითონ ნატოს წევრი ქვეყნები. მომწიფდა დრო იმისათვის, რომ ნატომ მიიღოს პრონციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არ ხდება ერთ დღე-ღამეში, ეს არა ხდება შრომის და ყველა ძალისხმევის გაერთიანების გარეშე. ამიტომაც, ასეთი ტიპის აზრის შემქმნელების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას და მათ სიუხვეს, სწორედ, რომ ძალიან სერიოზული და დიდი მნიშვნელობა აქვს.
უელსიდან საქართველოს დელეგაცია აუცილებლად ხელდამშვენებული დაბრუნდება. საქართველოს მოსახლეობის ის მოლოდინი, რომელსაც ქმნის დღეს საქართველოს ხელისუფლება, აუცილებალად ადექვატური იქნება და გამართლდება. არ შემიძლია ხაზგასმით არ ავღნიშნო იმ უმნიშვნელოვანესი პოზიციის და ძალისხმევის შეასახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აისახა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრებში.
ბუნებრივია, ყველაფერს ახლა ვერ მოვყვები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზუსტ დროს შერჩეულმა სატელეფონო საუბრებმა გერმანიის კანცლერთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ბრიუსელში უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. რომელსაც ძალიან წარმატებით უძღვება საქართველოს მისია ნატოში და მისი ხელმძღვანელის ლევან დოლიძის ხელმძღვანელობით.
გერმანია და საფრანგეთი მხარს არ უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითთს. გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე განხილული არ იქნება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი. ამ განცხადების ფონზე, რაში გამოიხატება მაშინ მათი მხარდაჭერა? სხვათა შორის ამ კითხვას მუდმივად სვამენ თქვენი ოპონენტები...
- დეტალების გახსნისგან აუცილაბლად თავს შევიკავებ. ჩვენი ოპონენტები იქნება ეს თუ ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, ძალიან კარგად იციან, რომ ამა ტიპის დეტალების გახმაურება, ეს არაა საერთაშორისო პრაქტიკა და არც არის გამართლებული და ნებადართული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მალე ცხადი გახდბა ნატოს შედეგებით და გადაწყვეტილებებით.
ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გახლავთ ის, რომ ყველა ასპირანატისგან განსხვავებით, საქართველო მიიღებს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს, რომელიც თვისობრივად ახალი ელემენტი იქნება ნატოსთან ჩვენს ურთიერთობებში. ეს იქნება მნიშვნელოვანდ წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.