ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

“თბილისი ცენტრალის” ჰოლში “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი ” წარმოადგენს თავის ახალ საგამომცემლო პროექტს: “100 წიგნი –  ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო”. ნიშანდობლივია, რომ ასტომეულის პირველ წიგნად გამომცემლებმა მაჰათმა განდის “ჩემი ცხოვრება” შეარჩიეს.

პროექტის მთავარი რედაქტორის, ზაზა აბზიანიძის თქმით: “ინდოეთის სულიერი მამის და XX საუკუნის უდიდესი ჰუმანისტის ეს ავტობიოგრაფიული თხზულება პირველად ოთხმოცი წლის წინ გამოქვეყნდა და მას შემდეგ,  მსოფლიოს პრაქტიკულად  ყველა ცივილიზებული ერის ენაზე არის ნათარგმნი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, “ჩემი ცხოვრების” ქართული თარგმანი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენად მიგვაჩნია”.

გამომცემლობა იმედოვნებს, რომ “100 წიგნი” საყოველთაო ინტერესსა და მოწონებას დაიმსახურებს. თავის მხრივ, გამომცემელნი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა ახალი სერიის ეს მართლაც ძვირფასი წიგნები ზუსტად ერთი თვის ინტერვალით გამოვიდეს და ქართველი მკითხველი სისტემატურად გაეცნოს გამორჩეული ტალანტითა და მიზანსწრაფვით, იდეალიზმითა თუ ანგარებიანი ავანტიურიზმით,   კეთილშობილებითა თუ დესპოტიზმით აღბეჭდილ ბიოგრაფიებს ადამიანებისა, რომელთაც თავისი მკაფიო კვალი დაამჩნიეს კაცობრიობის ისტორიულ გზას და დღევანდელ ცხოვრებას.