მიირთვით პომიდორი!

მიირთვით პომიდორი!

პომიდორში C, B, B1, B12, PP და D ვიტამინი, ასევე ფოლის მჟავა, მინერალური მარილები და ორგანიზმისთვის სხვა საჭირო ვიტამინი და მინერალი გვხვდება.

ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით, თქვენ A ვიტამინის დეფიციტს ივსებთ. დაახლოებით 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი, ერთ მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა სამი მილიგრამია. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.

პომიდორში მცირე რაოდენობით გვხვდება ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავაც. ეს აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო კი, პომიდორი კარგი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია. მისი ჭამის დროს თქვენს ორგანიზმს კაროტინით ამარაგებთ.

პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს. კალციუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო ის აუცილებელია ორსულებისთვის.

პომიდვრის რბილობი კი, ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად უებარი საშუალებაა.