ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა „ვაჟაობა“ აღნიშნეს (ვიდეო)

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა „ვაჟაობა“ აღნიშნეს (ვიდეო)

ავღანეთში, ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" აღნიშნეს. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა ხალხური  და საკუთარი სიმღერები შეასრულეს, ასევე,  ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება ბატალიონის კულტურულ-რეკრეაციულ ცენტრში გაიმართა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს  ხშირად მართავენ. მომავალში ჭადრაკსა და შაშშიც იგეგმება ტურნირის ჩატარება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ასპარეზობენ ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე სხვადასხვა ქვეყნის  სამხედროებს შორის მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატშიც.