სახლში თავდაპირველად ჯვრების გამოსახვასთან ერთად სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა, მოგვიანებით კი სურნელი საშინელმა სუნმა შეცვალა, სხვენიდან ხვრინვა, ხოლო ოთახში ნაბიჯების ხმა ისმოდა.
ამ ყოველივეს კი ბევრი ისეთი უცნაურობაც დაერთო, რის გამოც ოქროპირიძეების ოჯახმა სახლი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
როგორც ირკვევა ანალოგიური ამბები სახლში ადრეც ხდებოდა. ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, რომ მანამდე სახლში მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ამბობდა, რომ ღამღამობით მას სცემდენ.
„ამბობდა, არ გეცოდებით ხალხნო, მცემენ ღამით, სულ დალურჯებული ვარო... არ ვუჯერებდით, ვფიქრობდით დაბერდა და სკლეროზი დაემართაო...“- გაიხსენა მეზობელმა.
სახლი მამა აკაკიმ, მეუფე იობმა, მეუფე თადეოზმა მოინახულეს და ლოცვებიც წაითხეს, მაგრამ სახლში უჩვეულო ამბები მაინც გრძელდება...