ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია.
მისი მთავარი სამკურნალო და სასარგებლო ღირებულება ამ ტკბილი ხილის რბილობში შემავალი პექტინია. ის ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს აბრკოლებს და სამრეწველო საწარმოთა გამონაბოლქვს, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს უვნებელყოფს.
ამიტომ, ვინც დაბინძურებულ ჰაერს ყლაპავს, მაგალითად, დიდ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანმა, ქლიავი აუცილებლად და ხშირად უნდა ჭამოს.
ის სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ნაკლებად მოძრაობს და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამ დროს შავი ქლიავის ჭამა ყველაზე მარგებელია.
შავი ქლიავი კუჭ-ნაწლავის მუშაობაშიც გვეხმარება. საღამოს მიირთვით 10 ცალი ტკბილი, შავი ქლიავი და იძინეთ მშვიდად.