იყავით სულ ახალგაზრდა

იყავით სულ ახალგაზრდა

უნაკლო გარეგნობა არ არსებობს, არც უნაკლო კანი, მით უფრო, როცა გარკვეულ ასაკს მივუკაკუნებთ. არადა, ყველა ქალს, ნებისმიერ ასაკში, უნდა, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ამის მისაღწევად კი ერთი მთავარი გზა არსებობს: დავფაროთ ნაკლი და ხაზი გავუსვათ ჩვენს ღირსებებს, რაც სულაც არ არის ძნელი გასაკეთებელი, უბრალოდ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა მოიცალოთ საკუთარი თავისთვის სულ რამდენიმე წუთით.

1. თუ თხელი, სწორი თმა გაქვთ, დაიბანეთ თავი მოცულობის მიმცემი შამპუნით და თმა მსხვილი „ბიგუდებით“ დაიხვიეთ.

2. თუ ყელსა და დეკოლტეზე ნაოჭები შეამჩნიეთ, ყოველდღიურად გამოიყენეთ სპეციალური კრემი, რომელიც დაჭიმავს კანს და ნაოჭებს საგრძნობლად შეამცირებს.

3. სწორედ ხელებია ქალის ასაკის გამცემი. ამიტომ, ყოველი დაბანის შემდეგ და ძილის წინ აუცილებლად წაისვით გლიცერინი.

4. თვალის გელის გამოყენება მიზანშეწონილია 20 წლის შესრულების შემდეგ - ასე ნაადრევი ნაოჭებისგან დაიზღვევთ თავს, მით უფრო, თუ ჩვევად გაქვთ თვალების მოჭუტვა და მიმიკური საუბარი.

5. სძლიეთ თავს და უარი თქვით მავნე ჩვევებზე. მავნე ჩვევა, რომელიც თქვენს კანს ვნებს, მხოლოდ სიგარეტის მოწევა არ არის. ნაადრევ ნაოჭებს აჩენს, ასევე, ჯდომისას ნიკაპით ან ლოყით ხელებზე დაყრდნობის ჩვევა ან მაღალი სასთუმალი.