ბიძინა კვერნაძის მუსიკოსი „პინგვინები“

ბიძინა კვერნაძის მუსიკოსი „პინგვინები“

ცნობილი ქართველი მომღერალი გია ჭირაქაძე ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს:

„ერთხელ, ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და ბიძინა კვერნაძე დავნიშნეთ თამადად.

დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად ბიძინა წამოდგა და თქვა, მაპატიეთ, კონსერვატორიაში პინგვინები მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა გავიდეო.

დაგვაინტერესა და ვკითხეთ: თუ კაცი ხარ აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო. გაეცინა და გვიპასუხა: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები, აბა ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით და ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით. მუსიკაც დაიწერება.

აბა სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვოო“.