ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში ყაზახური ნავთობი აღარ გაივლის. ყაზახები გატარების ტარიფით არიან უკმაყოფილო. არსებობს ვარაუდი, რომ საქართველო სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს, თუმცა სანაცვლოდ დაიტვირთება საქართველოს რკინიგზა.
“ყაზმუნაიგაზმა”, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებაზე უარი თქვას. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება მომგებიანი არ არის, რადგან ტრანსპორტირების ტარიფი სარკინიგზო გადაზიდვასთან შედარებით არაკონკურენტულია.
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი განკუთვნილია აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, მესამე მხარისთვის კი ტარიფი გაძვირდა. შედეგად იგი ყაზახური ნავთობისთვის მიმზიდველი აღარაა”, - აცხადებს ამ კომპანიის მაღალჩინოსანი კაირგელდი კაბილდინი. იგი ხაზს უსვამს, რომ ყაზახური მხარე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საზღვაო-სარკინიგზო კორიდორს ამჯობინებს.
არსებობს აზრი, რომ “ყაზმუნაიგაზის” მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს. ამის შესახებ ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე აცხადებს.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებისას საქართველოს ტონა ნავთობზე 3 დოლარი რჩება. ამ მილსადენით კი წლის განმავლობაში 50 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. თუკი ყაზახები ნავთობსადენზე უარს იტყვიან, მაშინ რკინიგზას მიეძალებიან. სარკინიგზო ინფრასტრუქტრაც საქართველოზე გადის. ასე რომ, თუ ნავთობსადენიდან შემოსავალი დაიკლებს, სანაცვლოდ რკინიგზიდან მოიმატებს. საბოლო ჯამში კი, ორივე შემთხვევაში თავს ბიუჯეტში მოიყროს.
მართლაც, რკინიგზით ტრანსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობა გაიზარდა. ამ ინფომარციას “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაიაც ადასტურებს.
წელიწადში ყაზახეთს, საქართველოს გავლით, დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ნავთობი გადააქვს. აქედან, ნახევარი საქართველოს რკინიგზით გადაიზიდება, მეორე ნახევარი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების ტარიფი 7,5-დოლარამდეა.
შარშან საქართველოს რკინიგზამ, წინა წლებთან შედარებით,დაახლოებით, 1-1,5 მილიონი ტონით მეტი ყაზახური ნავთობიგაატარა. ამ დროისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობი სტრანსპორტირება აზერი-ჩირაღი-გიუნშელის საბადოდან ხორციელდება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გარდაბანში საქართველოს მონაკვეთიოფიციალურად გახსნეს.