სააკაშვილი - „ზღვაში პერსპექტივის საჩვენებლად ჩავხტი“

სააკაშვილი - „ზღვაში პერსპექტივის საჩვენებლად ჩავხტი“

„ზღვაში იმიტომ ჩავხტი, რომ ყველას დავანახო - პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე.

„გამოვედი უკვე იმ ასაკიდან, რომ მზეზე კუნთები ვათამაშო, მაგრამ გუშინწინ ჩავხტი ზღვაში, რათა დავანახო ყველას, რომ პერსპექტივა არსებობს. ეს გადის საერთაშორისო ამბებში, ისევე როგორც ზაფხულში ვისრიალე მთებში“.

მისი თქმით, წელს საქართველოში 2 მილიონამდე ტურისტი შემოდის. აჭარაში უკვე 900 ათასამდეა შემოსულია და წლის ბოლომდე ალბათ მათი რაოდენობა მილიონამდე ავა.

„ეს მონაცემი 38 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით. ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. - განაცხადა სააკაშვილმა.