რას ასწავლიან ბავშვებს ამერიკიდან ჩამოსული მასწავლებლები

რას ასწავლიან ბავშვებს ამერიკიდან ჩამოსული მასწავლებლები

როგორც ცნობილია, ამერიკიდან ჩვენთან მასწავლებლები ჩამოვიდნენ, რომლებიც ბავშვებს ინგლისურის გარდა, სავარაუდოდ, რაღაც ისეთსაც ასწავლიან, რაც არ არის საჭირო.

მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში შესულმა 24 წლის ტატუირებულმა მასწავლებელმა ბავშვებს განუცხადა, რომ ოჯახი არ აინტერესებს, ორ თვეში ერთხელ ნახულობს ოჯახის წევრებს, ისიც ზრდილობის გულისთვის.

მან დაფაზე დაწერა გაურკვეველი ნახევრად-რელიგიური ტექსტი, რომელიც არათუ ბავშვებმა, აქაურმა მასწავლებლებმაც კი ვერ გაიგეს.

ის უსმენს როკს, მისი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი, არ იცის ვინ არის ჯო კოკერი.

ინგლისურის მასწავლებელთან საუბარი საინტერესოა, თავისუფალია და ადვილად პასუხობს მოსწავლეების კითხვებს. მხიარულია, ემოციური, ერთი შეხედვით - თბილიც. მასწავლებელი გოგონა ირჩევს ჩაცმის თავისუფალ სტილს. კითხვაზე - რად გინდა ამდენი ტატუ? პასუხობს: მე მომწონს, ვიყო ფერადი და ამდენად, საინტერესო.