წამყვანმა იტლიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ქარვასლაში აქცია-პერფომანსი გამართეს

წამყვანმა იტლიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ქარვასლაში აქცია-პერფომანსი გამართეს

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოში ჩამოსულმა წამყვანმა იტლიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა მაურო ლიპარინიმ, მარკო პივამ, ჯანპაოლო ტიბალდომ, მაურისიო ფავეტამ, ლუკა სკაკეტიმ და ტიციანო კამინიტიმ თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში აქცია-პერფომანსი გამართეს და საზოგადოებას მათ მიერ ადგილზე შესრულებული ექსკლუზიუერი ფერწერული ნამუშევრები წარუდგინეს. აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ნამუშევრების აუქციონის წესით გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქომე ბავშვების დასახმარებლად.

იტალიელი არქიტექტორისა და ფლორენციის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორის, მაურო ლიპარინის განცხადებით ის პირველადაა საქართველოში და თბილისის სილამაზემ მისი გაოცება გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, მოხიბლულია ქართველ კოლეგებთან ურთიერთობით. მისივე განმარტებით, საქართველოში სწავლობენ იმ საჭიროებებს, რომელიც საქართველოს დედაქალაქს სჭირდება და ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობენ ქართველ სპეციალისტებთან, რაც იმის წინაპირობაა, რომ ბევრად უკეთ და ღრმად გაეცნონ თბილისში არსებულ არქიტექტურულ-დიზაინერულ საჭიროებებს.

საკრებულოს დეპუტატის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ქალაქის კონცეფციაზე მუშაობისას უნდა გამოვიყენოთ, როგორც საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსი ქართველი ურბანისტებისა და არქიტექტორებისა, ასევე საინტერესო და აუცილებელია მასში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. მისივე განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ იტალიელ სპეციალისტებს აქვთ აქცია-პერფომანსი, სადაც ისინი თავის ნამუშევრებს შექმნიან და მათი გაყიდვით მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნით იქნება გამოყენებული, რაც მათ უფრო დაახლოვებს ქართულ საზოგადოებასთან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო . იტალიელ დიზაინერ-არქიტექტორთა დელეგაცია უკვე ორი დღეა თბილისის საკრებულოს ინიციატივით საქართველოში იმყოფება და სხვადასხვა ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.