ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოება(ვიდეო)

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოება(ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ოფიციალური ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისთვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი  3 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 4 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. "მხედრული მამაცობისთვის"  მედალი კი 5 სამხედროს გადაეცა.

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ლიმერის ძე მერლანი

მაიორი გრიგოლ სოსოს ძე ავალიანი

კაპიტანი შუქრი იასონის ძე ბერიშვილი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

მაიორი ბაკურ ავთანდილის ძე ჩილინგარაშვილი

უფროსი ლეიტენანტი კახაბერ შოთას ძე შპეტიშვილი

მაიორი ილია ავთანდილის ძე ჩანადირი

უმცროსი სერჟანტი ვასილ ივანეს ძე გიუაშვილი

მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

მაიორი დავით ვლადიმერის ძე მარგიანი

მაიორი გიორგი ბიჭიკოს ძე ეგაძე

მაიორი დავით თამაზის ძე ბაბლიძე

კაპიტანი ბეჟან გივის ძე მეტრეველი

კაპრალი მირიან სერგოს ძე კოდალაშვილი

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის,  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, გარდაცვალების შემდეგ 36 სამხედრო პირი დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად გადასცა.