ხვალ, ალექსანდრე ჭიკაიძე გუდაურში პოლიციის ახალ შენობას გახსნის

ხვალ, ალექსანდრე ჭიკაიძე გუდაურში პოლიციის ახალ შენობას გახსნის

27 მაისს, 11:30 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გუდაურში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. პოლიციის ახალი ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი.

ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული პოლიციის გუდაურის განყოფილება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დანაყოფები განთავსდება.  აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობებში იყო განლაგებული.