წყალტუბოში, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, კოალიციის მეორე ფრთის საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი წყალტუბოში არსებულ უსამართლობას აპროტესტებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კოტე ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ყოფილი „ნაციონალები“, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართული ოცნების“ დროშას ფეხით თელავდნენ, დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებში მოხვდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც კოალიციას თავიდანვე გვერდით ედგნენ, სიებს მიღმა აღმოჩნდნენ.
„წყალტუბო რომ დინოზავრების ქალაქი იყო, ეს ვიცოდით, მაგრამ კენგურუს ქალაქად თუ გადაიქცა, ეგ აღარ გვეგონა. გვინდა, წყალტუბოში სამართლიანობამ იზეიმოს. ზვიად ძიძიგური რომ გამოდის და აცხადებს, სიაში ყველა ვერ მოხვდებაო, ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ აქციებს, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და პარტიულ სიას არ გვაჩვენებენ“, - ამბობს აქციის მონაწილე რომან შალამბერიძე.
წყალტუბოში ვითარება დაძაბულია, სადაც კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები, კერძოდ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიგურირებენ, რომელსაც მხარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა ნარჩემაშვილი უჭერს და რომელსაც თავის მხრივ, მხარს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე უმაგრებს.
„ქართულ ოცნებაში“ ადგილი დაიმკვირდა ისეთმა ხალხმა, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ ეს ადგილი. ყოფილი ნაციონალები და მათი აქტივისტები არიან სიაში შეყვანილი, ამ სიებს არ გვანახებენ. სიებს გვიმალავს შტაბის ხელმძღვანელი ჯემალი ფანცხავა, რომელიც ლაშა ნარჩემაშვილის დავალებით მოქმედებს. თავად ნარჩემაშვილს ზურგს უმაგრებს დავით საგანელიძე.
ოთხჯერ შევაცვლევით სია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჰყავდათ შეყვანილი. ახლა ისევ შეიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ჯეირან ომანაძე, იასობ ბზიკაძე და ა.შ. ამ ადამიანებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ ჰქონიათ.
გვინდოდა კახი კალაძესთან შეხვედრა, მაგრამ უარი მივიღეთ. შევხვდით იმერეთის რეგიონალურ სამსახურის უფროსს, მაგრამ ისიც კალაძის სიტყვებზეა დამოკიდებული“, - უთხრა for.ge-ს თემურ ფარეიშვილმა, რომელმაც კოტე ჯიშკარიანთან ერთად დააფუძნა წყალტუბოში კოალიცია „ქართული ოცნება“.
For.ge-სთან საუბრისას კოტე ჯიშკარიანი ამბობს, რომ ყოფილი „ნაციონალების“ სიაში შეყვანა ლაშა ნარჩემაშვილის მეშვეობით ხდება.
ბატობო კოტე, რატომ დაუპირისპირდით კოალიციის წევრები ერთმანეთს, მიზეზი საარჩევნო სიებია?
- ლაშა სამხარაძის მეთუარობით, დავით საგანელიძის პატარა ბარტყები, რომელიც დარჩენილია პარტიაში, ბლოკავენ ყველაფერს, პატიოსან და მებრძოლ ადამიანებს ხელს ჰკავენ. ეს კარგს არ მოუტან სახელმწიფოს და მითუმეტეს ქართველ ერს. ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები, ჩვენ დავაფუძნეთ მაშინ, როდესაც წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობა მეფობდა.
თქვენ ხართ დამფუძნებლები და არა ლაშა ნარჩემაშვილი, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის სტატუსი აქვს?
- ლაშა ნარჩემაშვილის „ქართულ ოცნებაში“ შემოსვლა თავიდანვე სიყალბე იყო. გაყალბებით დაიწყო ყველაფერი. როდესაც ნარჩემაშვილი პარტიაში მოვიდა სულ 103 ადამიანი ვიყავით. მოხდა ისე, რომ 15 კაცის შემადგნელობით ჩაატარა პარტიის კონფერენცია და თავი აირჩია თავმჯდომარედ.
პარტიის წევრებისთვის არ დაურეკია, ისე ჩაატარა კონფერენცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კონფერენციას ნაციონალების აქტივისტები და ჩანერგილები დაესწრნენ, როგორიც თვითონ და მამამისია. დიახ, ამირან ნარჩემაშვილი იყო გეგუთის შტაბის უფროსი.
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი იყო?
- მისი სახელი და გვარი ოფიციალურად არ ფიგურირებდა, მაგრამ როდესაც მე და ჩემი აქტივი პლაკატებს ვაკრავდით, დიახ ამირან ნარჩემაშვილმა ჩამოგვიხია ეს პლაკატები და ფეხქვეშ თელავდა ბიძინა ივანიშვილის პლაკატებს, რას არ კადრულობდა ეს ადამიანი. დღეს კი მისი შვილი მოგვევლინა პარტისიის თავმჯდომარედ. იგივე გენადი ბალანჩივაძე - გუმრის თემში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი და ნარჩემაშვილის მეგობარია, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებს.
იგივე კახა ბაბუნაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს დაგვდევდა, ამის კადრები არსებობს, ახალგაზრდებს აშინებდა, დღეს ეს კაცია ყველაფრის სათავეში. თქვენ წარმოიდგინეთ მამაოს დაარტყა ხელი, ესენი ხალხი არ არიან. როდესაც მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, საკრებულოს წევრებს შეპირდნენ, რომ თქვენ ისევ იქნებით საკარებულოს წევრებიო. ბატონმა კახიმ განაცხადა, რომ არც ერთი ძველი ნაციონალი საკრებულოს წევრი არ იქნებაო, ამან დიდი უთანხმოება გამოიწვია მათში.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა ინტერესი აქვს დავით საგანელიძეს, რომ ლაშა ნარჩემაშვილის ხელით ყოფილი ნაციონალებით დააკომპლექტოს საკრებულო?
- ნარჩემაშვილი არის თვითმარქვია, ის არაა წყალტუბოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, არავის არ აურჩევია. დღესაც ვერ ამტკიცებს, რომ პარტიის თავმჯდომარეა. ამის დამადასტურებელი ოქმი არ არსებობს და არც იარსებებს. რაც შეეხება სანაგანელიძის ინტერესებს, ლაშა ნარჩემაშვილი და დავით საგანელიძე არიან ნათელიმირონები. ორივე „ახალი მემარჯვენეების“ წევრები იყვნენ.
ახლა ამ ორ ადამიანს უნდა წყალტუბოს ხელში ჩაგდება. იცით, რომ წყალტუბოს ინფარსტრუქტურის განვითარებას აფინანსებს მსოფლიო ფონდი. უნდათ, რომ ამ თანხებმა მათ ხელში გაიაროს, მათ განკარგონ, ეს არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან რთული სიტუაციაა წყალტუბოში. დღეს წყალტუბოში არის ორი „ქართული ოცნება“. ჩვენ, რომლებმაც დავაფუძნეთ ადგილობრივი ორგანიზაცია და ნაციონალები, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები არიან.
შტაბის უფროსი გვემალება. პარტიულ ოფისში, რომ მივედით პოლიციამ არ შეგვიშვა ჩვენ ბრძოლით მოპოვებულ ოფისში. იცით რატომ არ გვიშვებენ? იმიტომ, რომ ესენი არიან ნაციონალები.
რამდენად ვიცი დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს შეხვდით...
- შევხვდით, მაგრამ შედეგი არ გავქვს. დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა გვითხრა, რომ მე პირადად ვერ ვწყვეტ ვერაფერს, ზემდგომმა უნდა გადაწყვიტოსო. ზემდგომი გახლავთ ლაშა სამხარაძე, რომელიც დავით საგანელიძის შვილობილია, რასაც ისინი იტყვიან, იმას აკეთებენ.
თუ არ მოხდება სიების გადახევა რას აპირებთ?
- კვირის ბოლომდე გვეცოდინება კონკრეტული პასუხი ვინ იქნება ამ სიებში. პარტიული სიით იქნება თუ მაჟორიტარი, გავასაჯაროებთ ვინ სად იყო. იქნებიან ღირსეულები, კი ბატონო, მაგრამ უღირსი ხალხია სიაში. ჩვენი მიზანია წყალტუბოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ნორმალურმა ხალხმა მართოს წყალტუბო. ჩემი ნაბიჯი სამართლიანია, ჩვენ გვინდა, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ სიაში.
როდესაც ჩვენ დავაფუძნეთ „ქართული ოცნება“ სად იყო ეს ხალხი მაშინ? ბუჩქებში იმალებოდნენ, ისე ეშინოდათ სააკაშვილის ხელისუფლების. ლაშა ნარჩემაშვილმა პარტიაში გააწვერიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ისევ ძველ პარტიაში დაბრუნდნენ, ასეთი გახლავთ გალაქტიონ ხარაბაძე, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად. სიმართლე იმანაც ვერ იპოვა. აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა.
ლაშა ნარჩემაშვილი წყალტუბოში არ ჩამოდის, ეშინია. იცის რა ძალაც ვართ. არაერთხელ დავიბარეთ და არ მოდის. შეხვდეს პარტიის წევრებს. თბილისიდან ფეხს არ იცვლის, მაგრამ ადგილზე არის მამამისი, ის მართავს ყველაფერს წყალტუბოში. რასაც იტყვის, იმას აკეთებს. ბატონყმობა არ გვინდა, არა. ჩვენ გვინდა ნორმალური დალაგებული წყალტუბო, როდესაც კანონს ექნება ძალა და ადამიანებს ექნებათ იმის განცდა, რომ წყალტუბოშიც მოვიდა დემოკრატიული ხელისუფლება. ლაშა ნარჩემაშვილი ოთხი წელი იყო წყალტუბოს მაჟორიტარი და ოთხ საქმეს თუ დამისახელებს რა გააკეთა, ბოდიშს მოვიხდი. არაფერი არ გაუკეთებია, მამამისი, ამირან ნარჩემაშვილი მათავს წყალტუბოში ყეველაფერს.