უნივერსიტეტის სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში

უნივერსიტეტის სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში

დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მაგისტრანტები ეწვივნენ.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, მაიორმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა.

სკოლის მეთურმა სტუდენტებს სკოლის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და შეიარაღება გააცნო. ახალგაზრდებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუდენტებს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფუჭი ვაზნებიც ასროლინეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის 34 მსმენელს უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი უკვე ჩაუტარდათ. მსმენელებმა ლექცია ცენტრში მიმდინარე სამეთაურო საშტაბო კურსის ფარგლებში მოისმიენეს. მეორე ეტაპზე სერჟანტებმა სტუდენტები და ლექტორები უკვე სასწავლო ცენტრში მოიწვიეს.