ცხინვალში ივანე მაჩაბლის ძეგლი უნდა დაიდგეს

ცხინვალში ივანე მაჩაბლის ძეგლი უნდა დაიდგეს

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 1990 წლის 3 იანვარს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ რეგისტრაციაში გაატარა ივანე მაჩაბლის საზოგადოება.

8 იანვარს, ქალაქ თბილისში გაიმართა ამ საზოგადოების დამფუძნებელი კონფერენცია, რომელმაც საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ შარაძე.

გამოქვეყნდა ამ საზოგადოების წესდება სადაც ასახულია საზოგადოების მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელება ბევრ სასიკეთო საქმეს მოაბამს თავს შიდა ქართლში.

საზოგადოებამ იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ ქალაქ ცხინვალში თვალსაჩინო ადგილზე დაიდგას ივანე მაჩაბლის ძეგლი და კარგი იქნება, თუკი შიდა ქართლში „ვანოობის“ დღესასწაული მისი ძეგლის გახსნით აღინიშნება.