ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ, ცნობილ მსახიობ ჩარლი შინს, ყოფილ მეუღლე ბრუკ მიულერთან და ტყუპ ვაჟებთან მაქსთან და ბობთან შეხვედრა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილებმა 2 დღის წინ, სასამართლომ ბრუკის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
შინის ყოფილი მეუღლის თქმით, ბოლო ხანებში ჩარლი ხშირად ემუქრებოდა, რომ ჯიბის დანით თვალებს ამოთხრიდა. ყოფილი მეუღლე ასევე ჰპირდებოდა, რომ თავს მოაჭრიდა და დედამისს შეფუთულს გაუგზავნიდა.
როგორც გაირკვა, ჩარლი შინი მეუღლეს სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფეხებზე აფურთხებდა და ერთხელ მუშტიც კი იხმარა. ბრუკს ისიც გაახსენდა, როგორ სცემა ჩარლიმ 2009 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც კარადას მიეხეთქა და გონება დაკარგა.
შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელებმა ბავშვები ჰოლივუდიდან წამოიყვანეს, სადაც ისინი მამასთან იმყოფებოდნენ და ბრუკს დაუბრუნეს. სასამართლომ მსახიობს ცოლ-შვილთან 100 მეტრზე მიახლოებაც კი აუკრძალა.