ორდენების ძალაუფლება

ორდენების ძალაუფლება

ამიერიდან საპრეზიდენტო ორდენების დარიგება არა პრეზიდენტის, არამედ სახელმწიფოს სახელით მოხდება. პირველი პრეცენდენეტი უკვე დაშვებულია, როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის აღნიშნავად ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა.

ბრძოლა პირველობისთვის, თუ საპარლამენტო მოდელისთვის ქვეყნის მორგება? ამ საკითხზე ექსპერტები ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო სტიპენდია პრეზიდენტის სახელით აღარ გაიცემა, ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა და მას სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა დაერქვა.

რატომ რჩება უფლებამოსილების გარეშე პრეზიდენტი, ხდება თუ არა ძალაუფლების დემონსტრირება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge. ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვების შედეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტი ორდენის გადაცემის უფლება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადადის. ეს არაა ერთადერთი ფაქტი, ამას წინ უსწრებდა საპრეზიდენტო სტიპენდიის საკითხი, უშიშროების საბჭოს ანალოგიური ფუქნციის შექმნა პრემიერის დაქვემდებარებაში. გასაგებიარომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართმაგრამ რითი აიხსენება ის ფაქტირომ პრეზიდენტი ფაქტიურად უფლებების გარეშე რჩება?

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, რომ ის არგუმენტი,რომ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, ამ შემთხვევაში სწორი არ იქნება. რადგან ეს პარლამენტის სასარგებლოდ არ ხდება, ეს ხდება მთავრობის, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ. საერთოდ არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვან საკითხად, ღიმილის მომგვრელია მხოლოდ. თუ ვინმე არის ამ ხელისუფლებაში ვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მაინცდამაინც თვითონ ჰკიდებდეს ვიღაცას ორდენებს, ეს უფრო ბრეჟნევის ასოცირებას იწვევს ჩემში. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არც მარგველაშვილისთვის არის მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანი აქ სხვა რამეა - დღეს ქვეყანაში არის ხელისუფლების სამი შტო, ქვეყანა დღეს სწორი ბალანსის ძიების პროცესშია. თუ სახელმწიფოებრივად მივუდგებით ამ საკითხს, ერთი რამ უნდა გვესმოდეს, აქ ფუნქციონალურად მთავრობა გახლავთ ხელისუფლების ის შტო, რომელიც ოპერატიულ მართვას ეწევა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და ეს სწორი მიდგომაა. კანონმდებელი არის პარლამენტი და პრეზიდენტი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში იღებს მონაწილეობას, კონკრეტულ მენეჯმენტში არ ერევა და ფორსმაჟორის შემთხვევაში აქტიურდება მისი მოქმედებები, ეს ყველაზე ცივილიზებული მოდელია.

მაგრამ თუ ვინემ ცდილობს, რომ თავისკენ გადაქაჩოს ეს საბანი და რაც შეიძლება მეტი ძალა-უფლება მიიღოს, ეს ადამიანურად გასაგებია. რატომღაც ადამიანებს უყვართ ბევრ რამეს რომ დაიყრიან თავზე და მერე ვეღარ ზიდავენ, ეს არის პრობლემა. რაღაცა ტიპის ადამიანებისთვის ეს დამახასიათებელი თვისებაა. გიორგი მარგველაშვილისთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და უფრო სახელმწიფოებრივად არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა იყოს სხვანაირად განწყობილი.

საბნის თავისკენ გადაქაჩვის მცდელობის ფაქტიეს არის ძალაუფლების დემონსტრირება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან?

- არა მგონია, რომ ამას პრემიერ-მინისტრი ცდილობდეს. ასე არ შევხედავდი ამ საკითხს, რადგან არსებობს უფრო სერიოზული თემები, იგივე მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. იცით, რომ ამაზეც იყო საუბარი, თითქოს ვიზა უნდა მიეღო პრემიერისგან, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო გაუგებრობა და საერთოდ არც დამდგარა ეს საკითხი დღის წესრიგში.

მაგრამ დღის წესრიგში დადგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაღიად ითქვარომ მას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერსამას მოჰყვა უკვე უშიროების საბჭოს ანალოგიური ფუნქციის შექმნა პრემიერის დაქვემდებარებაში...

- გეთანხმებით, ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწისგან ისეთი კომენტარიც მოვისმინე, რომ ღარიბაშვილმა იმუშავა და, რა თქმა უნდა, მან უნდა მოაწეროს ხელიო. ეს ისეთი სასაცილო არგუმენტია, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელმოწერა ეს არაა რაღაცა ჯილდო. სახელმწიფო მოღვაწე ასე არ უნდა აზროვნებდეს საერთოდ. ქვეყანა აწერს ხელს და ხელი უნდა მოაწეროს იმან, ვისაც ეკუთვნის, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია. ანუ უფლებამოსილმა პირმა უნდა მოაწეროს ხელი და არა იმან, ვინც მეტი ან ნაკლები იმუშავა.

კი ბატონო ჩვენ შეიძლება მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს ვინც ამ საკითხე იმუშავა, მაგრამ ყველამ იღვაწა თავის კომპეტენციის ფარგლებში. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწე ასე აზროვნებს. ეს პრემიერს არ ეხება, მისგან არ გამიგია ასეთი განცხადება.

ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა...

- არიან ე.წ. ადამიანები, რომლებიც აი ასეთი ეგზოტიკური ფორმით ცდილობენ ვიღაცას ერთგულება დაუმტკიცონ, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან არასასიამოვნო საყურებელია, მაგრამ მთავარია, რომ თვითონ პირველი პირები არ აყვნენ ასეთი ტიპის, არ ვიცი ამას მლიქვნელური დავარქვა, თუ რა ქმედებებია. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის დაძაბულობა იქმნება ე.წ. კეთილისმყოფელების მხრიდან. ანუ, ადამიანები გაუგებრობაში შეჰყავთ საკუთარი გარემოცვის წევრებს. იმით, რომ ისინი ეუბნებიან შენ ხარ ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, ამიტომ შენ უნდა იყო ყველგან და ყველაფერში. საბოლოო ჯამში, ამას კარგი არავისთვის არ მოქავს. თვითონ ის ზარალდება, ვინც ამას აყვება.

შეიძლება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობაში სწორედ ეს ფორმულა იდგესრომ შენ ხარ ყველაზე მაგარი და ყველაფერი შენ უნდა იყოო?

- იცით, ადამიანები ძალიან მარტივები არიან და ამაზე მეცინება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარია პირველმა პირებმა მართლა არ ირწმუნონ, რომ ყველაზე ლამაზები და მაგრები არიან, აი საფრთხე დგება მაშინ, როდესაც ეს ხდება. ჩვენი ხელისუფლების სამივე შტოს პირველ პირებს ისეთი მაგალითი აქვთ მიშა სააკაშვილის სახით, რომ ამ გამოცდილების არგათვალისწინება, ჩემი აზრით შეუძლებელია.

მე მაინც მშვიდად ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაღაც ტიპის პერსონალურ პრობლემად არასოდეს არ გადაიქცევა ამ ქვეყანაში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ისინი ყველანი არიან ამ ქვეყნის მსახურები და არა ბატონები, რომლებმაც რაც შეიძლება მეტი რაღაცა უნდა დაიყარონ თავზე, მითუმეტს, როცა არ შეუძლიათ.

თქვენ როგორ ფიქრობვინ უნდა მოაწერს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას?

- მე დავინტერესდი ამ საკითხით და ვნახე, რომ კანონში საკმაოდ ცალსახად არის განმარტებული, რომ პრეზიდენტის კომპეტენციაა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. თუმცა, ესეც შეთანხმების საგანია, მარგველაშვილი ამ კუთხით ძალიან კომფორტული ადამიანია, მისთვის არაა მნიშვნელოვანი თემა ვინ მოაწერს ხელს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა აწერს ამ ყველაფერს ხელს.

ასე რომ, თუ ვიღაცას ძალიან უნდა ხელის მოწერა და კანონი  ამის საშუალებას იძლევა, არ მგონია, რომ ეს პრობლემად იქცეს. თუმცა, იცით რა, ის ადამიანები, რომლებსაც ასეთი სურვილები უჩნდებათ, თვითონ უნდა დაფიქრდნენ, რომ საბოლოო ჯამში, ამით იმას კი არ აზარალებენ ვისაც, თავისი გაგებით, რაღაცას ართმევენ - თვითონ ზიანდებიან. საზოგადოება კი ამას ძალიან მძიმედ და მტკივენულად აღიქვამს, ეს ყველაფერი იწერება და საბოლოო ჯამში, ასეთი ფაქტორები ხდება პოლიტიკური კარიერის დასრულების მიზეზი.

პრეზიდენტი რომელიც არის აბსოლუტური ძალაუფლებით არჩეული და რომელსაც ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვსრადენად სწორიაროდესაც ისედაც შემცირებული უფლებებს კიდევ უფრო უმცირებენ?

- ასეთი რამ არ მომწონს, ეს ხომ არაა სათამაშო სტუქტურა?! არავის არ მოეთხოვება პოლიტიკაში მეგობრობა და კარგი ურთიერთობა, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ არის რაღაცა წინააღმდეგობები, ყველამ  კეთილი უნდა ინებოს და თავისი პირადი დამოკიდებულება გადადოს გვერდზე, როდესაც ის სახელწიფოს ემსახურება. ჩაეტიონ სკუთარი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში და შეასრულონ თავისი მოვალეობა.

ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, რასაც თვლიდა რომ კრიტიკის საგანი იყო და ხმამაღლა თქვა, მაგრამ ის არ იღებს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას და მან გამოთქვა თავისი მოსაზრებები. სხვათაშორის, გიორგიმ თქვა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია ივანიშვილის კრიტიკა.

პოლიტიკაში არიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ პულტზე თითის დაჭერის პრინციპით და რასაც ჩასძახებ, იმას ამოიძახებენ, ეს არის დღევანდელ პოლიტიკური რეალობა. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეთები ძალიან ბევრი არიან და მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებაში. მათ ივანიშვილის ეს კრიტიკა გაიგეს გარკვეულ მესიჯად ისე, რომ არც დაფიქრებულან და შესაბამისად მოიქცნენ. ეს სასიამოვნო საყურებელი არაა, მაგრამ რა ვქნათ ახლა? არც არავის უკვირს ასეთი რამ საქართველოში.

დრამატიზაციის მომხრე არ ვარ. ჩვენ გადავედით ახალ კონსტიტუციაზე, სანამ ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად მოერგება, გარკვეული წინააღმდეგობები საბნის გადაქაჩვის სახით, იქნება. ვინც უფრო მეტად აქტიურია, ის უფრო მეტად ცდილობს, რომ ეს საბანი თავისკენ გადაქაჩოს. არ ვიცი რაში სჭირდებათ, მაგრამ ამბიციური ადამიანები არიან და ჰგონიათ, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთონ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაილექება და დაიწმინდება.

ეს არც გიორგისთვის არის მარტივი, ამ ყველაფერს შეგუება უნდა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, გიორგი მარგველაშვილი არაა ისეთი მარტივი ადამიანი, რომ ასე ადვილად ვიღაცამ დაჩაგროს. ამის სიმპტომები გამოჩნდა, მაგრამ არც იმას გააკეთებს, რომ საკუთარი ამბიციური ინტერესები სახელმწიფოს ინტერესზე წინ დააყენოს. თუ ვინმე მეტი ძალაუფლების მოხვეჭის პრინციპით იმოქმედებს, სახელმწოფო ინტერესის საზიანოდ, ეს ძალიან მძიმე იქნება თვითონ მისთვის.

არავის არ ვურჩევდი ასეთი ტიპის ქმედებებს. ჯერჯერობით სისტემურს ვერაფერს ვერ ვხედავ, გასაგებია ორდენების საკითხი, არასაიამოვნო თემაა, მაგრამ თუ რამე გამოჩნდა რეალური და ვიღაცა ამ მიმართულებით უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდა, მაშინ შეიძლება უფრო სხვა ტონში ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ეტევა ადამიანური სისუსტეების ფარგლებში, რისი ატანაც მგონია, რომ შეიძლება.