„საბოლოო ჯამში, ევროპა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“

„საბოლოო ჯამში, ევროპა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“

აფხაზმა სეპარატისტებმა გერმანიაში პოსტდამის მრეწველთა კლუბის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს. ამ კონფერენციაზე სეპარატისტებმა აფხაზეთის, როგორც რესპუბლიკის პრეზენტაცია გამართეს. კონფერენციაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას, პალატის თავმჯდომარე გენადი გაგულია ხელმძღვანელობდა.

„აფხაზური დელეგაციის მუშაობის გრაფიკი ნაყოფიერი და დატვირთული იყო. დელეგაციამ ჩაატარა შეხვედრები გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და გერმანელ მეწარმებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილებოდა აფხაზეთის რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსხვილი და მხოფლიოშო ცნობილი კომპანიების წარმომადგენლობების გახსნის საკითხები“, - წერს აფხაზური პრესა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ანდრეი ზვერევმა მიიღო. ზვერევმა აფხაზური დელეგაციის ყოველმხრივი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის საქმეში.
შეხვედრის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიაში აფხაზეთის შესახებ გამოფენის მოწყობის თაობაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის რესპუბლიკის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გამოფება-პრეზენტაციისათვის მზადება უკვე დაწყებულია. კონფერენციაზე აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი გაგულია ანგარიშით წარსდგა თემაზე - „არსებული საინვესტიციო სიტუაცია რუსულ-აფხაზურ შავიზღვისპირა რეგიონში სოჭის ოლიმპიადის შემდეგ“. კონფერენციის მონაწილეებისათვსი ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი აფხაზეთის შესახებ, მათ დაურიგდათ ბუკლეტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების შესახებ. მთელი ეს მასალა გერმანულ ენაზე იქნა წარდგენილი.

კონფერენციის მონაწილეებს აფხაზური კერძების დეგუსტაციაც შესთავაზეს. კონფერენციის ყველა მონაწილის მაგიდაზე აფხაზური დროშა იდგა, რამაც, როგორც აფხაზური მედია წერს, კონფერენციის იმ მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომლებმაც ადრე აფხაზეთზე არაფერი იცოდნენ.

პარლანეტის ტერიტორული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ სეპარატისტების გერმანიაში ვიზიტი ისეთივე აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ეს იყო იტალიის შემთხვევაში.

„საკმარისი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევა და ახსნა ოფიციალური ხელისუფლებისთვის, თუ რასთან აქვთ საქმე და ეს საკითხი დამთავრდა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ტყუილად ხარჯავენ ფულს და ენერგიას, ვინაიდან აფხაზეთის ტურისტული ინფრასტუქტურა გერმანიაში არ აინტერესებთ. საკმარისია გაერკვნენ რა ხდება, იმ წუთში ეს თემა დახურული იქნება. ოფიციალური მხარისთვის ეს თემა ისედაც დახურულია. ვფიქრობ, ამაოდ დაშვრებიან. რასაკვირველია ამას არანაირი გაგრძელება არ ექნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სვამს კითხვას, როგორ მოიქცევა ასეთ მდგომარეობაში აზერბაიჯანი და მოლდოვა. მისივე განცხადებით, ორივე სახელმწიფო საპროტესტო ნოტით მიმართავდა გერმანიას და საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა განმარტებისთვის დაიბარებდნენ გერმანიის ელჩს, რომელსაც გადასცემდნენ საპროტესტო ნოტას, მაგრამ ეს ჩვენთან არ მომხდება.

„იტყვიან, რომ ეს არაფერია, გერმანია აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, რომ სექტემბერში ნატოს სამიტია მოსალოდნელი, ჩვენ გერმანიის იმედი გვაქვს და ამ დროს, გერმანია არავითარ შემთხვევაში, აფხაზეთი გინდ იყოს და გინდ არა, მხარს მაინც არ დაგვიჭერს. უბრალოდ, ჩვენ თანდათანობით გვაჩვევენ იმას, რომ პწკენა-პწკენით პატარძალი ორსულდება. საბოლოო ჯამში, ევროპა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, აი ეს არის და ამას, როგორც ჩანს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო შეგუებულია.

ეს კონტაქტები ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე იყო. შარშან შემოდგომაზე გერმანიის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა სოხუმში იყო. მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებელია ახლავე პრევენციული ზომები. აუცილებელი იყო ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს განეცხადებინა გერმანიის საელჩოსათვის, რომ თუ მსგავსი კონტაქტები გაგრძელდება, ეს ხელს არ შეუწყობს გერმანია-საქრთველოს მეგობრულ ურთიერთობებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრობლემის სერიოზულობას უსვამს ხაზს და აცხადებს, მნიშვნელოვანი მომენტია ის ფაქტი, რომ ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის პოზიციაზე დამოკიდებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

„არაა გამოროცხული და რაღაცა წრეებში არის ამაზე ლაპარაკი, რომ ნატო დათანხმდეს საქართველოს გაწევრიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. თუკი ევროპული საზოგადეობა და პოლიტიკური წრეები შეეჩვევიან ამ ერთეულების დამოუკიდებლად აღქმას, მერე ევროპულ სტრუქტურებში მივლენ ასეთ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისას ეს რეგიონები აღარ ფიგურირებდნენ.

ამ დებულების წამოყენება ევროპელების მხრიდან დიდ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებილი. უფრო გაიოლდება. არაა გამორიცხული ასეთი ფონის შექმნას ემსახურებოდეს მსგავსი ნაბიჯების გადაგმა. ამას სერიოზული რეაქცია უნდა მიეცეს. ძალიან მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რა პოზიცია იქნება საჯაროდ გაცხადებული აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.