თვითმართველობის არჩევნებამდე 40 დღე დარჩა, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია, მაგრამ ამ დრომდე, ოფიციალურად არ კონკრეტდება საარჩევნო სია და არ დასახელებულან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, საარჩევნო სიაზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს და ამ დრომდე, უცნობი რჩება თბილისის საარჩევნო სიის პირველი ნომრის ვინაობა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ პრეროგატივით პარტია „ქართული ოცნება“ სარგებლობს, რომელსაც ჯერჯერობით, არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - თუ ვინ იქნება დედაქალაქის სიის პირველი ნომერი.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მათ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 16 მაისამდე წარადგენს, მაგრამ for.ge-სთვის რამდენიმე პირის ვინაობა უკვე ცნობილია.
წყაროს ცნობით, ვაკეში ხელისუფლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გგიორგი მუსხელიშვილი იქნება, მთაწმინდაზე - ჯაბა ჯიშკარიანი, დიღმის მასივში - ვლადიმერ ძნელაძე, სამგორში, მესამე მასივში - ლევან დარახველიძე, საბურთალოზე - გივი ჭიჭინაძე, ვაზისუბანში - ირაკლი აბუსერიძე, სამგორში, მეტრომშენში - ილია ჯიშკარიანი, მოსკოვის პროსპექტზე - ლია ჯახველაძე, თემქაზე - ჯაბა სამუშია.
აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრის რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით მოხსნეს. ამჟამად, ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თანაშემწეა.
აღნიშნული პირების გარდა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტად დეპუტატად კენჭს იყრის გიორგი ტყემალაძე, რომელიც დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის შვილია. ასევე ბოგდან ხმელნიცკიც მაჟორიტარობისთვის შესაძლოა იბრძოლონ - ზურაბ ნეფარიძემ, ხოლო ლოტკინის ოლქისთვის დავით ჭელიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ for.ge-სთვის ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებაც გახდა ინფორმაცია.
წყაროს ცნობით, მთაწმინდაზე ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება - დათო ავალიანი, ნუცუბიძეზე - თამაზ შოშიაშვილი, ვაკეში - ბაჩო დოლიძე, პეკინის ქუჩაზე - აკაკი კილასონია, საბურთალოს ნაწილში - ქეთი ქოჩორაშვილი, ვეძისში - ჯარჯი დოლიძე, კრწანისში - ხათუნა ბერძენიშვილი, ავლაბარში - ბესო კვიციანი, ნავთლუღში - დავით კირთაძე, ვაზისუბანში - გოგა ონიანი, მოსკოვის პროსპექტზე - დათო ჯღენტი, ვარკეთილში - ლევან ხაბეიშვილი, სამგორის მესამე მასივში - პაატა ქორელი, სამგორში (ვარკეთილი) - ბესო გაზდელიანი, ჩუღურეთში - დავით დაღელაშვილი, დიდუბეში - დავით ნაფეტვარიძე, დიღმის მასივში - ირაკლი დვალი, ნაძალადევში - ლამარა გოგინაშვილი, ლოტკინზე - შოთა ქურდაძე, სანზონაში - მამუკა გუგეშაშვილი, გლდანის კენტ მიკრო-რაიონებში - გიორგი ასიტაშვილი, გლდანის ლუწ მიკრო-რაიონებში - კახა ბროკიშვილი, ავჭალა ზაჰესში - ნოდარ სანდუხაძე, მუხიანში - ლექსო თაბუაშვილი.
იქედან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება, გაურკვეველია, ხელისუფლების დაპირება, რომ სიაში ყოფილი ნაციონალები არ იქნებიან, შესრულდა თუ არა.