ყირიმის ანექსია და “სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების მომავალი საქართველოში

ყირიმის ანექსია და “სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების მომავალი საქართველოში

ყირიმის ანექსიის შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობენ. ამ „დერეფანს“ დასავლეთი უნდა „ერთ მუშტად შეეკრა“ და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ ყირიმის ანექსიით საფრთხე დღეს სწორედ მას შეექმნა.

საქმე ის არის, რომ შავ ზღვის სანაპიროზე მდებარე გაეროს წევრი სახელმწიფოები მიერთებულნი არიან გაეროს 1982 წლის „საზღვაო კონვენციას“ (UN Maritime Convenciaon), რომლითაც დადგენილია 12 საზღვაო მილიანი (1.8 კმ) ტერიტორიული წყლები და 200 მილიანი  განსაკუთრებული საზღვაო ეკონომიკური ზონები. შავი ზღვის წაგრძელებული გეომეტრიის გამო, მისი ჩრდილოეთ–სამხრეთის ნაპირები ჯამში 400 მილს ვერ აღწევს. ამიტომ, ამ ზღვაზე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად არა 200 მილი, არამედ ქვეყნებს შორის თანაბრად დაშორებული ხაზი, ანუ „მოდიფოცირებული მედიანა“ ითვლება და ზღვას ე.წ. ნეიტრალური წყლები არ გააჩნია.

ყირიმის ანექსიამდე უკრაინასა და თურქეთს განსაკუთრებული ზონების ყველაზე დიდი სეგმენტები ჰქონდათ. სწორედ ამის გამო, უკრაინის გვერდის ამქცევი რუსული „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის ნოვოროსიისკი–ვარნას საზღვაო სექტორის გასაყვანად რუსეთი, მთელი რიგი დათმობების ფასად, თურქეთს 2009 წელს შეუთანხმდა.

ყირიმის ანექსიის შედეგად, ბუნებრივია, მარშრუტის ასეთი ცვლილება აღარ იქნება აუცილებელი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შავ ზღვაში საზღვაო განსაკუთრებული ზონა ყირიმის სამხრეთით, უკრაინას უბრალოდ აღარ ექნება.

ყირიმის ანექსია და „თეთრი ნაკადი“ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროპის ენერგობაზარზე რუსეთი თავის „ენერგეტიკულ იარაღს“, საქართველოში შემოჭრაზე კრიტიკის შესამცირებლად იყენებდა. ამიტომ, 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ევროკავშირშის წევრი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე.წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთი ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს  ბრიუსელთან შეუთანხმებლად უკრძალავს ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას.

ამის შემდეგ, 2009 წლის 8 მაისს ევროკავშირის პრაღის სამიტზე, მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „სამხრეთის დერეფანი – ახალი აბრეშუმის გზა“, რომელშიც კასპიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოიაზრება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ოთხი სტრატეგიული პროექტი: „ნაბუქო“, „ინტერკონექტორი თურქეთი–საბერძნეთი–იტალია“ (ITGI), „ტრანსადრიატიული გაზსადენი“ (TAP) და “თეთრი ნაკადი“ (White Stream).

სწორედ ეს უკანასკნელი პროექტი დაზარალდა ყველაზე მეტად ყირიმის ანექსიის შედეგად, რადგან ის საქართველო–უკრაინა (ყირიმი)–რუმინეთის მარშრუტს გულისხმობს და ევროკავშირისთვისაც, სხვა პროექტებთან შედარებით, მომგებიანია

„დერეფნის“ დარჩენილი სამივე პროექტი გულისხმობს „შაჰდენიზის“ გაზის საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ (SCP) და თურქეთის ტერიტორიაზე დაპროექტებული „ტრანსანატოლიური გაზსადენით“, TANAP–ით ევროპაში ტრანზიტს.

აღსანიშნავია, რომ ყირიმის მოვლენებამდე, რუსეთის გამო ჩაიშალა „დერეფნის“ უმთავრესი პროექტი, 3.9 ათასი კმ სიგრძის, 31 მლრდ კუბმეტრი ბუნებრივი აირის წლიური წარმადობის „ნაბუქო“. ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიცირების მიზნით ბრიუსელი აპირებდა ერზერუმი (თურქეთი) – ბუმგარტენი (ავსტრია) მარშრუტის „ნაბუქოს“ გაზსადენის აგებას. ეს მილსადენი რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში (როგორც ეს 2006, 2009 წლებში იყო), ცენტრალურ ევროპას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს აძლევდა. ამავდროულად, ის ზრდიდა გაზის მომწოდებლებს შორის კონკურენციას. თუმცა პროექტი, მისი სამჯერ შეკვეცის მიუხედავად, 2013 წლის ზაფხულში, „შაჰდენიზის“ აირის ტრანსპორტირების ტენდერში, „ტრანსადრიატიკულ  გასზადენთან“ (TAP) დამარცხდა. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გადაწყვიტა ცენტრალური ევროპა რუსეთისთვის „დაეთმო“ და „გაზპრომის“ უშუალო კონკურენტის – „ნაბუქოს“ ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭა სამხრეთევროპული მარშრუტის მქონე „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“. თუმცა, რამდენადაა დასაშვები ასეთი „დათმობები“ რუსეთის წინაშე, ამას ალბათ მალე დრო გვჩვენებს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა დაგვანახა,თუ რამდენადაა დამოკიდებული ევროკავშირის “სამხრეთის გაზისდერეფნის” სიცოცხლისუნარიაობა შავი ზღვისპირეთში მშვიდობისა დასტაბილურობის შენარჩუნებაზე. ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული არმია, დაახლოებით 25 კმ-იანი ფრონტით მოადგა საქართველოშიგაყვანილ მილსადენებს, ასევე, მან დაიპყრო შავი ზღვის ფოთისა დაყულევის პორტები. თუმცა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსასნავთობbადენები და „სამხრეთკავკასიური გაზსადენი“, რომლებიც რუსეთისშემოჭრამდე ტერორისტების თავდასხმის მიზეზით იყვნენ გაჩერებული, -საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მალევე ამოქმედდენ. ამით რუსეთმა დასავლეთს თითქოს აგრძნობინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებში მისწრაფების მიუხედავად, მისი ინფრასტრუქტურა სრულიად მოწყვლადია. საბოლოო ჯამში, თუ 2008 წელს პირდაპირი სამხედრო აგრესიით რუსეთმა ვერ შეძლო „დერეფნის“ რომელიმე პროექტის ჩაშლა, 2013 წელს მან მოახერხა ჯერ გლობალური, პანევროპული „ნაბუქოს“, ხოლო 2014 წელს – „თეთრი ნაკადის“ ჩაშლა. 

ამ მილსადენების ინფრასტრუქტურას არაერთხელ დაემუქრა სომხეთიც, სადაც „ტრასეკას“ ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, რუსეთი ახალი სამხედრო ბაზის აგებას აპირებს. ასევე, საფრთხე მომდინარეობს ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც სომხური ფორმირებები „ტრასეკას“ სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან სულ რაღაც 14–16 კმ–ით არის დაშორებული.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომუნიკაციებში იგულისხმება არა მარტო გზები, არამედ ნავთობსადენები და გაზსადენი. სხვათა შორის, საზღვაო განსაკუთრებული ზონების პერიმეტრების ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება არაპირდაპირ ნეგატიურად იმოქმედონ არა მარტო ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“, არამედ მის მხარდაჭერილ სხვა ენერგოპროექტებზეც.

ყირიმის ანექსია და ევროკავშირის სხვა ენერგოპროექტები

ყირიმის ანექსიის შედეგად საფრთხე შეექმნა არა მარტო ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ზოგიერთ პროექტს, არამედ ევროკავშირის მხარდაჭერილ თხევადი გაზის ტანკერებით ტრანსპორტირების აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი–უნგრეთის „აგრის“ და ოდესა–ბროდი–პლოცკი–გდანსკის ნავთობსადენის რევერსის პროექტებსაც.

რუსი ექსპერტების ნაწილი, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე  “გაზპრომის“ მონოპოლიური მდგომარეობის შესაბარჩუნებლად, ყველანაირად ცდილობს დააკნინოს კასპიის რესურსების როლი ევროპის მომავალ ალტერნატიულ გაზმომარაგებაში. თუმცა, ბოლო წლებშიგანხორციელებული გეოლოგიურ–სადაზვერვო სამუშაოები ადასტურებს კასპიისპირეთის საბადოების მაღალ პოტენციალს, რაც ზრდის საქართველოს, როგორც ევროპისკენ ამ რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მნიშვნელობას.

მარტო აზერბაიჯანი და თურქმენეთი ევროპას, ყველაზე პესიმისტურიპროგნოზით, 2030 წლისათვის 140-150 მლრდ კუბმეტრ გაზს მიაწვდიან, რაც2030 წლის მისი მოხმარების პროგნოზის – წლიურად 625 მლრდ კუბმეტრის,თითქმის მეხუთედია. აღნიშნული რაოდენობის ალტერნატიული ბუნებრივი აირი, რუსულ გაზთან საფასო კონკურენციისათვის, სავსებით საკმარისიმოცულობაა. ეს ადასტურებს ევროპაში კასპიის ჰიდროკარბონებისსაქართველოს გავლით – სამხრეთ კავკასიის მარშრუტით ("მეოთხედერეფანი”), ტრანსპორტირების რეალურ შესაძლებლობას. საქართველომშეიძლება არა მარტო ისარგებლოს მთელი ამ გაზის, ან მისი ნაწილისტრანზიტით, არამედ რეექსპორტითაც – თუ  მიწისქვეშა გაზსაცავების შესაბამის სისტემას შექმნის. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ „მეოთხედერეფნის“ თანამედროვე კონკურენტების, “არატრადიციული გაზის”(ფიქლების, ქვანახშირის შახტების მეთანის და ა.შ.) და აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირეთიდან ევროპისაკენ მიმართული ახალი „მეხუთედერეფნის“ კონტურების გაჩენა.