ლანჩხუთელი მეჩაიეები გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ

ლანჩხუთელი მეჩაიეები გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ

აჭარელ მეჩაიეთა ახალი პატრიოტული ინიციატივის პასუხად, ლანჩხუთელმა მეჩაიეებმა აწონ-დაწონეს თავიანთი შესაძლებლობანი და იკისრეს სეზონის ბოლომდე ზევალდებულების ანგარიშში მოკრიფონ და სახელმწიფოს მიჰყიდონ 1. 300 ტონა ფოთოლი, სეზონის ბოლომდე მთლიანად - 18. 300 ტონა.

ამ პირობის შესასრულებლად მეჩაიეებს გვერდში უდგანან საწარმო დაწესებულებების მშრომელებიც.

21 ივლისისათვის კოლმეურნეობებმა და საბჭოთა მეურნეობებმა უკვე მოკრიფეს 13. 820 ტონა ჩაის ნედლეული, ანუ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2. 000 ტონით მეტი.

გაიზარდა პირველი ხარისხის ნედლეულის რაოდენობა, რომელმაც შარშანდელ მოკრეფილს სამი პროცენტით გადაამეტა.

ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ყოველდღე აძლიერებენ მუშაობის ტემპს ჩოჩხათის (თავმჯდომარე რ. გუჯაბიძე), ჩიბათის (თავმჯდომარე თ. ჩახვაძე) კოლმეურნეობები, ლანჩხუთის (დირექტორი ვ. ღლონტი) და ღრმაღელის (დირექტორი ი. გოგუაძე) საბჭოთა მეურნეობები.