ვან დამს ბელორუსულ ფილმში ვიხილავთ

ვან დამს ბელორუსულ ფილმში ვიხილავთ

”ბელორუსფილმი” იღებს მხატვრულ ფილმს, სადაც მთავარ როლს ჟან კლოდ ვან დამი შეასრულებს. როგორც კომპანიის პრესცენტრზე დაყრდნობით, ბელორუსული პრესა წერს, შეთანხმება მინსკში, 8-9 ივლისს, იქნა მიღწეული.

სურათის სახელი და რეჟისორის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი ”ბოევიკი” იქნება.

ფილმში ძირითადად ბელორუსი მსახიობები იქნებიან დაკავებული. ”ინტერფაქსის” ინფორმაციით, ფილმის გადაღება რამდენიმე კვირაში დაიწყება და მხოლოდ ერთ თვეს გასტანს.

2010 წლის მარტში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვან დამი უკრაინული ფილმის რეჟისორობას გეგმავდა, სადაც მთავარი როლი თვითონვე უნდა ეთამაშა.