ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც სამხედრო აღლუმს დაესწრება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილი „გამარჯვების დღის“ აღლუმი ოთხშაბათს გაიმართება და მას მსოფლიოს 26 ქვეყნის ლიდერი დაესწრება, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
კიმ ჩენ ინმა ჩინეთში თავისი დაჯავშნილი მატარებლით იმოგზაურა. ეს პირველი შემთხვევაა 1959 წლის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთკორეელი ლიდერი ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრება.