ლევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

ლევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონებზე ბრიუსელის პოზიციას.

ვიცით რამდენი შავი ფული ტრიალებდა ე.წ. მდიდარი ენჯეოების ხელში, რომ რამენაირად ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. რაც შეეხება ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, რა თქმა უნდა ესეც წითელი ხაზია, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, რადგან სერიოზული საფრთხეებია ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.