ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, ნაცმოძრაობა" და ახალი" ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს, რეალურად, გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალებაზე გამოხმაურებებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც გამოხატავს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირის მიმართ და ზოგადად, არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ. 

ჩვენთვის მთავარია ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, ამაზე რა რეაქციები იქნება, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. მთავარია, რომ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც გამოხატავს ჩვენს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირის მიმართ და ზოგადად არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ. რაც შეეხება სხვების რეაქციებს, ეს არც წარსულში გვაინტერესებდა და არც ახლა გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, აქამდე მათ თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე. დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი - ნაცმოძრაობა" და ახალი" ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და მეორე ნაწილი - ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს. გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს, გამომდინარე იქიდან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენც გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში, დღეს, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს. შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით ჩვენ მივიღეთ 54.5 %, ახლა ველით 60 %-ზე მეტის მიღებას. ასევე, თბილისის შემთხვევაში, ქალაქების შემთხვევაში, ველით, რომ, ყველგან მოვიგებთ პირველივე ტურში მერის არჩევნებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის არამხოლოდ რეალური, არამედ შემდგარი ფაქტი იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ,"- განაცხადა პრემიერმა.