ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. საქსი საქართველოს მთავრობის მიმართ საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო, პატივისცემას გამოხატავს. ამერიკელი პროფესორი განმარტავს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს იმავე ზღაპრებს უყვება, რომელსაც უკრაინას უყვებოდა. ჯეფრი საქსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიარონ, რაც კიევმა, რომელსაც 2014 წელს, შეერთებულმა შტატებმა რეჟიმის შეცვლის ოპერაცია მოუწყო.
- პირველ რიგში, გვსურს, სამხრეთ კავკასიის შესახებ გკითხოთ, რადგან რამდენიმე თვეა, რეგიონში მრავალი სიახლე შეინიშნება. აშშ-ის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ, ამერიკა-ისრაელის თავდახმები ირანზე, სომხეთში ოპოზიციის დარბევა, საქართველოში მთავრობის წინააღმდეგ არეულობები, რაც გვაგონებს უკრაინის მაიდანს, როგორ აფასებთ ამ მოვლენებს?
ჯეფრი საქსი: - ყველაფერი, რაც ხდება რეგიონში, ურთიერთკავშირშია. სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში ამერიკა ერევა, ევროპა კი ცდილობს, ფერადი რევოლუციების მოწყობას. ყველაფერი სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს, ეს კი მოდის აშშ-ისა და ევროპის სადაზვერვო სამახურებიდან. არანაირად არ მომწონს ის, რასაც აკეთებს ევროპა და აშშ, რადგან რეგიონი მდებარეობს დიდი ქვეყნების შუაგულში - რუსეთის, ირანის, თურქეთის გვერდით. ამის გამო, სიფრთხილეა საჭირო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიას ევროპასთან ცუდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. შიდა პოლიტიკაში ჩარევა სამ ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს რთულ რეგიონში, უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ გადაიქცნენ შემდეგ უკრაინად. უკრაინა ცეცხლშია, ამერიკისა და ევროპის სისულეების გამო და ახლა ისინი ცდილობენ, იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში.
- საქართველოში არსებულ სიტუაციაზე რას იტყვით?
- ჩემი აღფრთოვანება მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ, თავისი საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლა თამაშში არიან ჩართულნი. მინდა, ჩემს მეგობრებს ვუთხრა სამხრეთ კავკასიაში, შეხედეთ რუკას. ამერიკას არანაირად არ ადარდებს, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიაში. ისინი თამაშობენ თამაშებს, ფრთხილად იყავით! მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ევროკავშირის მხარდამჭერი ვიყავი, ვიტყვი, რომ ევროკავშირის ადგილი სამხრეთ კავკასიაში არაა! მინდა, ქართველები გავაფრთხილო, იყავით მეზობლურად განწყობილი მეზობელი ქყვეყნების მიმართ, რადგან აშშ და განსაკუთრებით, დონალდ ტრამპი მეზობლისგან არ დაგიცავთ. ასევე გვერდზე გადგება ბრიუსელი, რომელიც აშშ-ის ვასალია და მის ინტერესებს წარმოადგენს ევროპაში. სწორედ ამიტომ, როგორც ნატო, ისე ევროკომისია არის ერთი-ერთში. სამხრეთ კავკასია, ათწლეულების განმავლობაში, Arion-ს თამაშობდა.
2008 წელს, ნიუ-იურკში, საგარეო ურთიერთობის საბჭოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საფრთხე შეუქმნა. სააკაშვილი ამერიკის მარიონეტი იყო, ჯორჯ სოროსისგან ფულს იღებდა. მისი გამოსვლისას საბჭოზე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ის იყო სრულიად გიჟი. მისი თქმით, საქართველო ევროპის ცენტრში მდებარეობს და რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. მაშინ ვთქვი, რომ ეს დაკარგავს თავის ქვეყანას. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ომი დაიწყო.
იცით, ეს ძალიან ნათელია. ნუ გახდებით თამაშის მსხვერპლი. ნუ იქნებით აშშ-ის ფულის ხელში. ნუ იქნებით აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც არ არიან არასამთავრობოები) ხელში. ეს არაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაციები. მე ამას 40 წელია ვუყურებ. სწორედ ამიტომ, როცა საქართველომ თქვა: „თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და გვითხრათ, ვინ გაფინანსებთ“, ვინ გაცოფდა? - დამფინანსებლები. „თქვენ გამოგვააშკარავებთ. ჩვენ არ გვინდა, ცნობილი გახდეს, რომ ეს ფული ვაშინგტონიდან მოდის. ეს თამაშია“.
მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია, რა დიდი ისტორია აქვს, კულტურა, ღირსშესანიშნაობები, ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი, მოკლედ - ყველაფერი. თუმცა, ნუ მოიქცევით უკრაინის მსგავსად. ასე მარტივადაა ყველაფერი და თუ ღმერთი გწამთ, ნურც აზერბაიჯანის მსგავსად მოიქცევით - ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილეები ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემები. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი.
- რატომ არის ვაშინგტონი დაინტერესებული ამ თამაშებით, როდესაც დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითს“ ღიად ეწინააღმდეგება?
- „დიფ სთეითი“ უფრო დიდია, ვიდრე დონალდ ტრამპი. „დიფ სთეითი“ ნიშნავს აშშ-ის მუდმივ უსაფრთხოების სისტემას და ეს სისტემა 1947 წლიდან, შესაძლოა, 1945 წლიდან, ორგანიზებულია იმისთვის, რომ დაამარცხოს რუსეთი. ეს იყო მთავარი მიზანი. ახლა ვიტყოდი, რომ „დიფ სთეითი“ მიისწრაფვის რუსეთისა და ჩინეთის დამარცხებისკენ. მისი დამატებითი მიზანია, ისრაელი აქციოს ადგილობრივ ჰეგემონად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში, მაგრამ ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია - რუსეთისა და ჩინეთის დამარცხება. აი, რა არის „დიფ სთეითი“, მათთვის ეს თამაშია ორი მნიშვნელობით: ერთი, როგორც სათამაშო თეორიის თვალსაზრისით. ეს არის სტრატეგია და ჩვენ უნდა დავაწყოთ ჩვენი ფიგურები სხვადასხვა ადგილებში - ჩვენი სამხედრო ბაზები, ფერადი რევოლუციები, გადატრიალებები, ჩვენი არჩეული ლიდერები, როგორიცაა სააკაშვილი და ასე შემდეგ.
მეორე მხრივ, ისინი მართლაც აღიქვამენ ამას, როგორც თამაშს. ეს ხალხი არ დგას ფრონტის ხაზზე. ისინი არ იღუპებიან. ისინი იხოცებიან დიდი რაოდენობით უკრაინაში, ან რომლებსაც კლავენ და შიმშილით ხოცავენ ღაზაში. ასე რომ, მათთვის ეს ვიდეო-თამაშივითაა. დისტანციური ბრძოლაა, სადაც არაფერი ხდება მათთვის პირადული. ამიტომ, მზად არიან, მსხვერპლი გაიღონ ტერიტორიების სახით, თუ ეს მათ მტრებს დაასუსტებს. გახსოვდეთ, რა არის უკრაინის ომის მიზანი? ის ჩვენი თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 2022 წლის გაზაფხულზე განმარტა - ეს არის რუსეთის დასუსტება. რუსეთს დასუსტება უკრაინის მეშვეობით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის რისკის ფასად, მაგრამ ეს არის იდეა. „დიფ სთეითს“ მთავარი მიზანი აქვს - ამერიკის პირველობა. ამერიკის პირველობას კი საფრთხეს სხვა დიდი ძალები უქმნიან.
თქვენი აზრით, მათ საქართველო აინტერესებთ? სომხეთი? აზერბაიჯანი? ფიქრობთ, იციან, სად მდებარეობს ეს ქვეყნები? ერთადერთი, რაც მათზე იციან ის არის, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთის ქვემოთაა. შესაბამისად, უნდა მოვაწყოთ პროვოკაციები, გავაღიზიანოთ რუსეთი და ამის გაკეთება მისი მეზობელი რეგიონის მეშვეობით შეგვიძლია. სწორედ ასე აღიქვამს აშშ, ჩინეთს და რუსეთს. არსებობს 2019 წლის ანგარიში, რომელიც სასაცილო იქნება, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს. ეს კორპორაცია Rand-ის ანგარიშია, სახელწოდებით - „რუსეთის გაფართოება“. კორპორაცია სიას ადგენს - რა შეგვიძლია გავაკეთოთ რუსეთის გასაღიზიანებლად? ნუთუ, მართლაც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი - რუსეთის გაღიზიანება? მათი აზრით, სწორედ ასეა, იმიტომ, რომ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას, ვცდილობთ, არ მივცეთ მას ეკონომიკური განვითარების საშუალება, არ მივცეთ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების აშენების საშუალება, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის გავლით. იმიტომ, რომ რუსეთის ვაჭრობა სამხრეთ კავკასიასთან და სპარსეთის ყურესთან ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ან არ დავუშვათ, რომ სამხრეთ კავკასიას გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, შუა დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ რუსეთის დასუსტება და სწორედ ეს არის მათი მთავარი მიზანი.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=-Q6yfu-gNoI