ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკაში მიდის

ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკაში მიდის

ეროსი კიწმარიშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის პროცესში მონაწილეობას ადასტურებს,

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გახდება თუ არა პარტიის პოლიტიკური მდივანი, კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებთ და გვირჩია გავცნობოდით კანონს „პოლიტიკური პარტიის შესახებ".

მისი თქმით, პარტიული სტატუსები ყრილობის ჩატარების შემდეგ განისაზღვრება, თუმცა, კიწმარიშვილმა ყრილობის თარიღი და ახალ გაერთიანებაში თანამდებობების სავარაუდო კანდიდატურები არ დააკონკრეტა.

„მაესტროს" მმართველი კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 12 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ახალი პოლიტიკური ძალის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართება.

„რაც შეეხება ჩემს სტატუსს ამ გაერთიანებაში, ეს დამოკიდებული იქნება ქვეყნისა და პარტიის ინტერესებზე“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.