სანქციების მოლოდინში - უნდა ველოდოთ თუ არა ქართველების დეპორტაციას ევროპიდან და რამდენად შექმნის ეს ეკონომიკურ-სოციალურ კოლაფსს ქვეყანაში?

სანქციების მოლოდინში - უნდა ველოდოთ თუ არა ქართველების დეპორტაციას ევროპიდან და რამდენად შექმნის ეს ეკონომიკურ-სოციალურ კოლაფსს ქვეყანაში?

საქართველო დასავლეთიდან ახალ სანქციებს ელოდება. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს. მსგავსი განცხადებების ფონზე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ერთად, არ არის გამორიცხული ევროპული ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაც, რაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაართულებს და ერთგვარ კოლაფსს შექმნის. შედეგად, გამორიცხული არ არის, საქართველოში საპროტესტო აქციების მუხტმა მოიმატოს, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საფუძველი გახდება. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომგანვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას ქვეყანაში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ ნაბიჯს ელოდება, რაც მისი შეფასებით, ქართულ ოცნებას დააზარალებს. 

დღეს თავად ევროპა არის უმძიმეს დღეში, რადგან სათავეში მოვიდნენ აბსოლუტურად გაუნათლებელი და უვიცი ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ცალკეულ სახელმწიფოებს. აბსოლუტურად ყველაფერს ველოდ, დაწყებული სავიზო რეჟიმის გაუქმებით, დასრულებული - ომით, თუმცა ჰიბრიდული ომი დიდი ხანია გამოცხადებული აქვთ საქართველოსთვის, მაგრამ ამაზე უარესები გადაუტანია ქვეყანა. ამის ფონზე, ველოდები დეპორტაციასაც, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან მსგავს ნაბიჯს ელოდება, რაც ქართველების ევროპული სახელმწიფოებიდან დეპორტაციას გულისხმობს, საკითხავია, ეს რამდენად გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ვითარების დამძიმებასა და საპროტესტო მუხტის გაზრდას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს გეგმაში არ წერია, მაგრამ დღეს არ წერია, ხვალ დაიწერება - რა თქმა უნდა, მაშინ სასწრაფოდ გააკეთებენ დეპორტაციას, რადგან არეულობა სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვებრძვიან. ახლა თქვეს, რომ საქართველო დემოკრატიის საქმეში ჩამორჩება უკრაინას, მოლდოვას და სომხეთსო - როგორც უნდათ, ისე საუბრობენ იმისთვის, რომ აქ შეარყიონ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება.

შესაძლოა, ევროპიდან საქართველოს მოსახლეობის დეპორტაციამ გამოიწვიოს საპროტესტო ტალღა. შეიძლება, ცოტა მეტი იყოს, ვიდრე ახლაა, მაგრამ ძალიან დიდიც არ იქნება, რადგან ეს ფონი მოგვყვება - ამ ფონზე აქვთ პედალირება ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის ნაწილი არ გამოვარდა ქუჩაში და არ დაუწყიათ ძახილი, არ გვინდა ის ხელისუფლება, რომელიც ევროპასთან გვაჩხუბებსო.

რა თქმა უნდა, როგორც კი ეკონომიკური არხები გაუქმდება, ეს გამოიწვევს რეაქციას, მაგრამ ეს იქნება ის რეაქცია, რაც ეყოფა ევროპას თავისი გაძლიერებული მადის ფონზე?! - საქართველოს შეჭმის მადას ვგულისხმობ, ეს არ ვიცი, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს. მისი თქმით, შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ.

ამასთან, პოლონელი მინისტრის თქმით, ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, რომლები პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა - ქართველ ხალხს.

კომუნისტურ პოლონეთში დავიბადე. ეს ავტორიტარული რეჟიმი იყო, თუმცა რაღაც პერიოდებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებას გვაძლევდა. მაგ დროს, ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინსაც, რომლებიც უვიზო წვდომას გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის ფანჯარა იყო მსოფლიოში. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები იმათ უნდა დაუწესდეთ, რომლები პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა - ქართველ ხალხს, - დასძინა სიკორსკიმ.

 

 

მარბიელი გვეუბნებიან, გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, გააუქმეთ ოჯახური ტრადიციების კანონი, სრული თავისუფლება მიეცით ლგბტ თემს, გააკიბერალეთ მიგრაციის კანონი, ჩაატარეთ ახალი ისეთი არჩევნებისადაც მეცოცხეები გაიმარჯვებენ, თუ არადა ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო!!! (ცალკეულ პირთა შეწყალებით გამოშვებაზე მსჯელობა შეიძლება)
ახლა ხალხის აბუნტებას ცდილობენ - შევარცხვინე ყველა ქართველი, რომელიც მკაცრი არჩევანის შემთხვევაში ევროპაში ტრიშინს არჩევს გამჭვირვალობის კანონსა და მამაპაპურ ტრადიციებს!
4 საათის უკან