დედამიწის ყველაზე ლამაზი პლაჟები

დედამიწის ყველაზე ლამაზი პლაჟები

ჩვენი პლანეტა ულამაზესია. არის ადგილები, სადაც წელიწადში 365 დღე მზე ანათებს და ზაფხულია. ყველაზე ლამაზი პლაჟების რიცხვში აღმოჩნდნენ:

1. ბორა-ბორა - ზურმუხტისფერი ზღვა, პალმები, ქოქოსის ნაყოფი და რომანტიკული ბუნგალოები. ნამდვილი ოცნებაა და ფანტასტიკური სილამაზე.

2. ტაილანდი - ეს უნდა ნახოთ. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ლამაზი ყურე - მაუა ბაუ. კუნძული პი-პილე. არ გახსოვთ ფილმი „პლაჟი”? ლეონარდო დი კაპრიო სწორედ ამ ყურეს ლაჟვარდოვან წყალში ბანაობს.

3. ბრაზილია - რიო-დე-ჟანეიროს პლაჟი „იპანემა” უნიკალური მზითა და სილამაზით არის სახელგანთქმული.

4. სეიშელი - თუ ყოველდღიურობამ დეპრესიაში ჩაგაგდოთ, სეიშელის პლაჟები თქვენთვის ნამდვილი სამოთხეა. კუნძული ლა დიგი შესანიშნავი არჩევანია. იქაური პეიზაჟები დახატულს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილს.