„არასოდეს თვრება, საერთოდ არ უყვარს არაყი“

„არასოდეს თვრება, საერთოდ არ უყვარს არაყი“

იგი სწრაფი ნაბიჯით დადის, წელგამართული, მკაფიო ხმა აქვს და სიტყვაძუნწია. ეს პატარა ტანის, გაფითრებული, 47 წლის კაცი მიუკარებელი და სასტიკიც ჩანს ხოლმე.

ის არასოდეს იცეკვებს სახალხო დღესასწაულებზე. შოუ არ არის მისი სფერო. მისთვის დამახასიათებელია სიმკაცრე, აკურატულობა და გულმოდგინება. ვინც დიდი ხნიდან იცნობს, ამბობს: „არასოდეს თვრება, საერთოდ არ უყვარს არაყი“.

არ ახდენს თავისი პირადი ცხოვრების აფიშირებას, მაგრამ მისი ორი გოგონა მოსკოვის გერმანულ სკოლაში სწავლობს, ცოლი - ლუდმილა გერმანული ფილოლოგიის სპეციალისტია.

კაცი თავისუფალ დროს ჭიდაობითაა დაკავებული. იგი ძიუდოში შავი ქამრის მფლობელია.

დასავლეთს გაუჭირდება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მუდამ იმაზე ლაპარაკობს, რომ ამაყობს თავისი ქვეყნით.

განათლებით იურისტი, თხუთმეტ წელზე მეტ ხანს ეწეოდა საერთაშორისო ჯაშუშობას გდრ-ში - ერფურტსა და დრეზდენში, სადაც ოფიციალურად საბჭოთა სავაჭრო ორგანიზაციას წარმოადგენდა.

„იგი რეგიონალური პოლიტიკოსების მიმართ შანტაჟის მეთოდსაც იყენებდა. როცა პოლიტიკოსები კრემლის სურვილის შესაბამისად არ იქცეოდნენ, მათზე კომპრომატებს აგროვებდა და გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ერთხელ იხუმრა: „არსებობს ადამიანზე ზემოქმედების სამი გზა: შანტაჟი, არაყი და მკვლელობის მუქარა“.

სხვათა შორის, ერთ-ერთ გაზეთში გაიჟღერა ცნობამ, რომ 50-იან წლებში ვალოდია პუტინმა რამდენიმე წელიწადი დასავლეთ საქართველოში - სენაკში გაატარა, სადაც მაშინ მისი მშობლები ცხოვრობდნენ“.

იგი „ძალზე კონსერვატულად მოქმედებს, რუსულ მანერაზე, თითქმის კომუნისტურად“. იგი სიამოვნებით თევზაობს, მაგრამ თუ თევზი ანკესზე არ ეგება, ბადეს მოისვრის ხოლმე წყალში...