გახარიამ მთელ ოპოზიციას დაუმტკიცა, რომ მათზე „ჭკვიანია“ - დასავლეთის იმედად ციხეში ჯდომას გაქცევა ამჯობინა

გახარიამ მთელ ოპოზიციას დაუმტკიცა, რომ მათზე „ჭკვიანია“ - დასავლეთის იმედად ციხეში ჯდომას გაქცევა ამჯობინა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდა. საერთო ჯამში, ჩატარებულია 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. კომისია მუშაობს 3 წევრის ფორმატში, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისია საჯარო სხდომის ფორმატის ამოწურვის ეტაპზეა და დარჩენილია ორი სხდომა - 30 ივნისსა და 2 ივლისს.

„450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება. კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი, უმძიმესი იმ შეფასებებით, რომლებიც ექვსივე თემაზე გაკეთდება. ეს გახლავთ - 2008 წლის აგვისტოს ომი; ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ასევე მათ მიღმა; 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ დამაზიანებელი ქმედებები, სანქციების პოლიტიკა ქვეყნის დაზიანების და არა მხოლოდ რომელიმე ინდივიდის დაზიანების მიზნით, გადატრიალების არაერთი მცდელობა გარე ძალების დახმარებით; ასევე ჩვენი კვლევის თემაა - მედია თავისუფლება, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია. ყველა ამ თემაზე შეფასება იქნება უმძიმესი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დასკვნა, რომ სკნადალური და ხმაურიანი იქნება, ამას ადასტურებს პარალელურ რეჟიმში გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომლის ფარგლებში, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდება როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, რაც გახდება პარტიის გაუქმების მიზეზი. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, პარტიის წევრების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ დაიწყება გამოძება. როგორც ჩანს, წინ ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველოდება.

პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს და გიორგი ვაშაძეს ხელახლა გაუგზავნეს შეტყობინება და კომისიაზე ჩართვა შესთავაზეს. უარის შემთხვევაში, ორშაბათს, ახალი საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება. მართალია, რომ მოქმედი კანონმდებლობით შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს და არის სასჯელები შთანთქმის პრინციპით, თუმცა არსებობს განმეორებითი დანაშაულის ცნება, რომელსაც თეა წულუკიანის განცხადებით, მოსამართლე მხედველობაში იღებს.

„ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ გამოკითხვა 30 ივნისსაა დაგეგმილი. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის კომისიის სხდომაზე 2 ივლისაა დაბარებული. გახარიას მოსვლა ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, ჩვენ მასთან გვაქვს 2012-2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ კი საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია გამოცხადდება, იმიტომ რომ რატომღაც მგონია, მას სხვებისგან განსხვავებით, ესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია სამართლებრივთან ერთად და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა, ფაქტი, რომ არ ცხადდები საგამოძიებო კომისიის წინაშე, მოცემული პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს, ისევე, როგორც აქ არ ჯდომა ნიშნავს პოლიტიკურ გარდაცვალებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დიდი ალბათობით, ოპოზიციის დაკავებული ლიდერები კომისიასთან თანამშრომლობაზე ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან, რაც ზრდის ალბათობას სასჯელის ვადის გაზრდის თაობაზე, მით უფრო ახალი ბრალის წაყენების შემთხვევაში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მასობრივად და ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის შეთანხმებული გეგმის ნაწილი, თუმცა რამდენად ჭკვიანურია, ეს ცალკე თემაა.

„მათ ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ, პირიქით, შეიძლება არსებული მხარდამჭერებიც შემოეცალოთ. დასავლეთშიაც, ალბათ, მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან, საქმე დაგვანახეთ და ა.შ. ჰოდა, გადაწყვიტეს „საქმე დაანახონ“ ციხის საკნებში ოპოზიციის ლიდერების „პილიგრიმობით“ და „ტანჯულთა მანტიის“ მორგებით. თან ამით ვიღაცას აქაც შეაცოდებენ თავს. ხომ იცით ქართველების ამბავი, მაშინვე დაიწყეს ვიშ-ვიშს „არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია...“ და ა.შ. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ამჯერად ეს სპექტაკლი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი გიორგი მდივანი არ ფიქრობს, რომ ნებაყოფლობითი პატიმრობა რამე სტრატეგიის ნაწილია.

„ჩვენ მაღალი წარმოდგენა მათზე არ უნდა გვქონდეს, რომ მათ აქვთ რაღაცა სტრატეგია, ტაქტიკა, წინასწარ შემუშავებული გეგმა. როცა ჰქონდათ, მაშინ ჩააფლავეს თავისი დასავლელი კურატორების მიერ, როცა პირდაპირ თხოვდნენ და ითხოვდნენ და აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ახლა ისინი იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდათ მოსახლეობაში, არ აქვთ. ძალიან სერიოზული ვარდნაა. ეს ხალხი ამდენი ხნის განვლობაში უყურებდა, რომ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი მათი მხრიდან არ გადაგმულა. ეს კარგად ჩანს უკვე აქციის რიცხოვნობაზე. ნახეთ, ამდენი ადამიანი ხომ წავიდა ციხეში, მაგრამ კაციშვილი გარეთ არ გამოსულა, ე.ი. არავის ესენი არ აინტერესებს. რაც შეეხება ციხეში მათ წასვლას, მათ ამ ნაბიჯს შეთანხმებულად არ მივიჩნევ“, - აცხადებს გიორგი მდივანი.

რაც შეეხება სტრატეგიას, პოლიტოლოგი ამბობს, გარდა ციხეში წასვლისა სხვა გამოსავალი არა აქვთ, იმდენი ყალბი მოლოდინები შეუქმნეს ერთმანეთს და მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს.

„არალეგიტიმური პარლამენტიო, რაღაცებს მიედ-მოედებეოდნენ და უკვე პარლამენტში მისასვლელი გზა მოიჭრეს. საგამოძიებო კომისიაზე რომ მისულიყვნენ და პასუხი გაეცათ კომისიაზე, არაფერი მსგავსი არ იქნებოდა. უკვე თავის თავს დაუპირისპირდნენ. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ, ჩემი აზრით, არაფერი მათ არ უშველით, რაც არ უნდა ქნან მათმა დასავლელმა კურატორებმა. აგერ, გახარიამ ჭკუა იხმარა, ქვეყნიდან გაიქცა და, ჯერჯერობით, არ ბრუნდება.

არ ვიცი ამათ რეიტინგის რა უნდა ეშველოს.

გარე აქტორებს სთხოვდნენ, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, მთავარობას დაუწესე სანქციებიო. იცით, ბევრ ევროპულ ან არაევროპულ ქვეყანაში შეიძლება იყოს დაპირისპირება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, მაგრამ ასეთი რაღაც მართლაც უნიკალურია, როდესაც შენი ქვეყნის ოპოზიცია სხვა ქვეყანას სთხოვდეს, რომ დასაჯოს შენი ქვეყნის მთავრობა, ასეთი ანალოგი არ არსებობს. ამ ძირგამომთხრელი საქმიანობით და ფაქტობრივად, 5 წელია ეს ადამიანები პირდაპირ მუშაობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე და არაფერი არ გამოუვიდათ, უკვე საკუთარ თანამოაზრეებშიც კი იმედგაცრუება გამოიწვეს. ჩემი აზრით, ის ხალხი, ვინც 2024 წელს ამათ მისცა ხმა, შეიძლება ახლა წავიდეს და საერთოდ „ოცნებას“ მისცეს ხმა. ეს თავისი სიბრიყვით გააკეთეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მდივანმა.

 

მარბიელი ჩახდილის, ვაშაძის და სხვათა პატიმრობა რა თქმა უნდა სტრატეგიის ნაწილია, მათ სხვა გზა არ დაუტოვეს ხელისუფლებას ... იმ იმედით, რომ დასავლეთი მეტს იყვირებს, იქნებ ხალხიც გამოვიდეს ... და რაც მთავარია ჩასვრილ ოპო ტაქტიკაზე პასუხისმგებლობას ირიდებენ
რაც შეეხება გახარიას, თუ მისი ჩვენება უნდათ, ის მზადაა (გვარამიას და ხაზარაძეს ხომ ციხიდან ჩართვას თხოვენ) და თუ მისი დაჭერაა ჩაფიქრებული, ცხვარი ხომ არაა ...
4 საათის უკან
Aburjga Tasmanieli არა, არა ეს წვრილმანებია. ევროკავშირი ამით ქმნის პოლიტპატიმართა თემას, რომ განამტკიცოს არგუმენტები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ!
3 საათის უკან