ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებს ბრალი დაუმძიმდებათ

ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებს ბრალი დაუმძიმდებათ

ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე - სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა ნაწილს 8, ნაწილს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რიგში არიან 9-წლიანი რეჟიმის სხვა შემოქმედები, რომლებიც არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ნაწილი კიდევ ახალ ბრალს ციხეში ელოდება.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც უკვე დაკავებული არიან 8 თვის შემდეგ, დიდი ალბათობით, საპატიმროდან ვერ გამოვლენ, რისი მოლოდი აქვთ თავად და პარტიის წევრებს, რომ დაკავებულებს მოარგებენ პოლიტპატიმარის სტატუსს და როგორც პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდანაც მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, მაგრამ როგორც ჩანს, სამართალი ისე არ მიდის, როგორც რადიკალებს წარმოუდგენიათ.

სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი უკვე დაუმძმიეს თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. არაოფიციალური ინფორმაციით, ოქრუაშვილის პირდაპირი ბრალეულობა იკვეთება „მონადირის“ დაშლისა და კოდორის სპეცოპერაციის საქმეში. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წლიდან დიდი ომის ინსპირაციით იყო დაკავებული, რასაც მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა მოყვა. თუ ჩორჩანის ეპიზიდი აქტუალურია, ამ ლოგიკით წვერიახოს ეპიზოდი 2004 წელს კიდევ უფრო აქტუალური უნდა იყოს გამოძიებისთვის.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, 2012 წლის არჩევნებზე როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სისტემატურად აყალბებდა პირადობის მოწმობებს, რაც მოგვიანებით აჭარის ა-რ კუდის უფროსს თემურ პატარიძეს ამოუღეს. საუბარია 11.000 ყალბ პირადობის მოწმობაზე.

არანაკლებ ხმაურიანი და სკანდალურია ნიკა გვარამიას ქეისი, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში სისხლის სამართლის საქმეებს თითხნიდა ოპოზიციური ლიდერების მიმართ და დოკუმენტური ფილმების დრამატურგიით იყო დაკავებული.

2012 წელს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მმართველად დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელია, რომელიც ამ პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელძღვანელობდა და არ გაჭირვებია დანაშაულევრივი ბრძანება, დაეყადაღებინა ბანკის აქტივები და გაეტაცებინა ფულით დატვირთული საინკასატორო მანქანები. საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერების დაკავებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მიანიჭა აგრესიულმა დასავლეთმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კნუტ აბრაჰამი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა იმოქმედონ, რომ არ მიიღონ მეორე ბელარუსი კავკასიაში.

„ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება - ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, სანამ გვიანი არ იყო, მაგრამ ჩვენს შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია.

ასე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი მივიღოთ კავკასიაში! როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, საქართველომ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულება აიღო. მინისტრთა კომიტეტს მოვუწოდებ, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, სანამ გვიანი არ არის!“, - განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითიდღე იშლება. კოსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები.

„გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ისინი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებული“, - წერს მარტა კოსი.

იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობაში პროტესტი დამარცხდება, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მარტოდ დარჩენილი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ საქართველო გამარჯვებული ვერ გამოვა.

„ივანიშვილს უნდა საქართველოს დატყვევება და ვინც ამ გზაზე ეღობება, ყველას აკავებს. ჩვენ იმიტომ არ ვართ ციხეში, რომ ჩვენზე წინ იყვნენ ვიღაცები. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენზეც გადმოვლენ. ჩემთვის ამ პრობლემის მოგვარების მარტივი ფორმულა არის ის, რომ ვთქვათ - საკმარისია, არ ვემორჩილებით! ავტოკრატია მაშინ წყვეტს არსებობას, როდესაც უმრავლესობა ამბობს - არ ვემორჩილები!

არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ახლა ვიზების შეჩერებაზე კი არ იქნებოდა ლაპარაკი, დაჩქარებული წესით იქნებოდა საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვა. გამოსავალი არის ერთიანობაში. თუ ამ წინააღმდეგობაში პროტესტი დამარცხდება, საქართველო გამარჯვებული ვერ გამოვა. თუ პროტესტი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

უფლებადამცველი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ დროებითი საპარლამენტო საგმოძიებო კომისია არის კონსტიტუციით გარანტირებული უმაღლესი ლეგიტიმაციის საგამოძიებო ორგანო, რომლის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა მყისიერად წარმოშობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მისი თქმით, ეს კარგად იცოდა შვიდივე ლიდერმა ვინც დღეს გისოსებს მიღმა სწორედ იმის გამო მოხვდა, რომ შეგნებულად, განზრახ მოახდინეს კომისიის მოთხოვნის - გამოცხადებულიყვნენ სხდომაზე გამოსაკითხად - იგნორირება.

„ეს ფაქტი მათი პოლიტიკური არჩევანით ვერ იქნება გამართლებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათგანი, კომისიაზე კითხვებზე პასუხს, არჩევს ციხეში ყოფნას, მაგალითად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი იყო და არც არასდროს უარუყვია, რომ პირადად იცოდა, თუ რა საშინელი მეთოდებით აწამებდა სისტემა იმ დროს პატიმრებს ციხეში!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდია მოლოდინი, რომ კომისიის მუშაობის დასრულებიდან ამ 7 ლიდერის პატიმრობის დასრულებამდე არაერთ მათგანს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს იმ საქმიდან გამომდინარე, რაც კომისიის რეკომენდაციის დასკვნის საფუძველზე აღიძრება საქართველოსს გენერალურ პროკურატურაში და რაც ძირშივე გამორიცხავს მათდამი პოლიტიკური პატიმრის შლეიფის მოსხმას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დოი ქიმსალ-მაკო,სალომეც დაიბარეთ,ბევრი კითხვაა საზოგადოებაში მის მიმართ!
3 საათის უკან