როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი მავნე ჩვევებისგან

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი მავნე ჩვევებისგან

მოწევის დროს, ადამიანის ორგანიზმში ხდება სისხლში არსებული „შიშის ჰორმონების” დაშლა. ამიტომ ამბობენ, ადამიანს მოწევა ნაწილობრივ სტრესებისგან იცავს, ადუნებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებასო.

როცა ადამიანი მოწევას იწყებს, ორგანიზმი წუხს შეუთავსებლობის გამო და ყოველ მოწეულ ღერზე თავბრუსხვევით, გულისრევითა და სისუსტით რეაგირებს. მაგრამ, შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, შეეგუოს მისი პატრონის ცხოვრების ასეთ წესს. ნიკოტინთან შესაგუებლად ცვლილებები ხდება ყველა ორგანოში, ძირითადად კი სისხლძარღვებში.

თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია, არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე.

თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, ყოველდღე მიიღეთ სამ გრამამდე საჭმლის სოდა. დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს საათებში. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვის არის საჭირო, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.

რეკომენდებულია მწეველმა ადამიანმა, ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას.

ორგანიზმში ნორმალური ქიმიური ბალანსის აღსადგენად აუცილებელია სრულფასოვანი კვება. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ჩაი, ყავა, შოკოლადი. კოფეინი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ, ზრდის სწრაფვას არა მხოლოდ ნიკოტინისადმი, არამედ ალკოჰოლისა და ტკბილეულისადმი.