„ეკონომიკური ზრდა ხაჭაპურის ინდექსით, ხოლო სუვერენიტეტი ლგბტ დიქტატურისადმი გაწეული წინააღმდეგობის ხარისხით იზომება!“

„ეკონომიკური ზრდა ხაჭაპურის ინდექსით, ხოლო სუვერენიტეტი ლგბტ დიქტატურისადმი გაწეული წინააღმდეგობის ხარისხით იზომება!“

საქართველოში სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ - ხელისუფლებამ ლგბტ პროპაგანდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა, კანონით აკრძალა. დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად კანონი ძალაში შევიდა. ბრიუსელის ლიებერალური ძალები კატეგორიულად მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან კანონის გაწვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრებოდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით. 

მედიაში გავრცელდა მონაცემები ევროკავშირის მიერ „არაბინარული პირების მიმართ თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტის ხელშეწყობის შესახებ. პროექტს ზედამხედველობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია EuroCentralAsian Lesbian Community. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ლესბოსელთა და არაბინარული „ხილვადობის“ გავრცელებას. ინვესტიციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა: 1.6 მილიონ ევროს, აქედან 1.29 მილიონი ევროს პირდაპირი დაფინანსება იყო ევროკომისიის მიერ.

ინიციატივის მთავარ მიზნებად ავტორები ასახელებენ: ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების მხარდაჭერა; ფესტივალების - მაგალითად, ლესბიენალე, აღლუმები, ლესბოსური კურულტაის ჩატარება; კანონმდებლობაში ცვლილებების ლობირება; რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების შექმნა. ამ მოძრაობაში ასევე აქტიურად არიან ჩართულნი სხვა ევროპელი „მოთამაშეები“ – „ILGA-Europe“ - ევროკავშირის უდიდესი ლგბტქ სტრუქტურა; „TGEU“ - არის ტრანსგენდერი ორგანიზაცია; „RFSL“ - არის შვედეთის ლგბტ უფლებების ფედერაცია; ასევე სოროსისა და სიგრიდის ფონდები - „Rausing Trust“.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფონი აქვს. კერძოდ, ევროცენტრალური აზიის ლესბოსელთა საზოგადოება აქტიურად ავრცელებს ნარატივებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები 180 გრადუსით უნდა შემობრუნდნენ, რადგან რუსეთი „ტრადიციულ ღირებულებებს“ იცავს, ლგბტ თემზე ზეწოლას ახდენს. მისივე თქმით, ამ მხრივ, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ რუსეთის ფედერაციას.

„რას ნიშნავს ეს ყველაფერი ცენტრალური აზიისთვის? ევროპა გააგრძელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამ თანხით, რომელიც უკონტროლოდ მიედინება ქვეყნებში, ორგანიზებული იქნება დასავლური ნორმების პოპულარიზაცია, რომლებიც ეწინააღმდეგება აზიურ კულტურას. თუმცა, კულტურის გარდა, ეს გრანტები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამოუკიდებლობასაც დაემუქრებიან. რა უნდა გააკეთონ? ისარგებლონ საქართველოს გამოცდილების „დემო-ვერსიით“, სანამ ის „ფასიანი“ არ გახდა და მერე ყველას ძალიან ძვირად დაუჯდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველომ დროულად მიიღო კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რაც ვრცელდება მათ შორის გარედან დაფინანსებული პროექტების აკრძალვაზეც, როდესაც გრანტი მიმართული იყო ე.წ. სექსუალური უმცირესობების ინტერსთა მხარდასაჭერად, მათი თვითგამოხატვის საფარველ ქვეშ განხორციელებული პროპაგანდის აკრძალვის მიზნით.

„ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხს ეხმიანება და აქტუალურია საზოგადიებრივი-საჯარო ინტერესის გათვალისწინებით! რაც შეეხება ევროკავშირის პროექტებს შუა აზიაში, გასაკვირი არ არის რომ 4 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე მსოფლიო გეილობი სწორედ ევროპარლამენტის ლიბერალური ინტერნაციონალის ხელით ახორციელებს საკანონმდებლო წნეხს, როგორც უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისე პარტნიორ სახელმწიფოთა მთავრობებზე პოლიტიკური გავლენების გაზრდის გზით, ახორციელებენ რა სახიფათო სოციალურ ექსპერიმენტებს.

დღეს, ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხი იზომება იმით, თუ რამდენად არატოლერანტულია მთავრობა ლგბტ დიქტატურის მიერ თავსმოხვეული კანონმდებლობების მიმართ! ეკონომიკური ზრდა ხაჭაპურის ინდექსით, ხოლო სუვერენიტეტი ლგბტ დიქტატურისადმი გაწეული წინააღმდეგობის ხარისხით იზომება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, არსებობს ლგბტქ+-ის გლობალიზაციის ცენტრი, რომელთა მიზანია მსოფლიოს გარყვნა და იმ რელსებიდან გადაყვანა, რომელიც ფაქტობრივად არის ღვთისაგან ნაბოძები. მისი თქმით, ეს არის ბიბლიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„დავსვათ კითხვა, ვინ არიან ესენი? – ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც, ფაქტრობრივად, უნდათ ე.წ. კორპორაციული მმართველობის შემოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მთელი მსოფლიო იმართებოდეს ერთი ცენტისგან. მაინცდამაინც რატომ აქცევენ ყურადღებას ამ ლგბტ-ს და რატომ უნდათ მთელი მსოფლიოს გადაქცევა ლგბტებად, მარტივი ასახსნელია - ესენი მარტივად სამართავი არიან. ღმერთმა ნუ ქნას და როდესაც შეიქმნება ეს კორპორაციული მმართველობა, სწორედ მათი დავალების უსიტყვოდ შემსრულებლები იქნებიან და ამისთვის სჭირდებად ეს ჯგუფები. ამიტომ უნდათ ახლა შეღწევა მუსლიმურ ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდათ აიღონ მმართველობა.

ეს არაა შეთქმულება, რომელიც ჩვენთან ზოგიერთ ტვინგამოლაყებულს და ისეთ პროფესორს წარმოუდგენია, რომელსაც ფულს აძლევენ ამაში და ამ პროცესებს არქმევენ შეთქმულების თეორიას. არაა ბატონებო ეს შეთქმულების თეორია, ეს არის ნამდვილად იმ ძალების ქმედებები და როგორც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ლაპარაკობს, მსოფლიოს მასშტაბით, ეს 15-20 ოჯახია, რომელთაც უნდათ დაიქვემდებარონ ყველა და ყველაფერი. წარმოგიდგენიათ როგორ მწვერვალზე იყო აყვანილი ეს საკითხი, როდესაც ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირდაპირ მიმართავდა თავის თანამშრომლებს, რომ სიტყვა ქალი და კაცი არ ეხსენებინათ, სიტყვა დედა და მამა არ ეხსენებინათ. ხვდებით რაზე ვლაპარაკობთ?!“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

როგორც გვენეტაძე აცხადებს, ეს არის იმ სატანისტური ძალების შეტევა მართლმადიდებლობაზე, რომელთა მიერ განხორციელებული და გავრცელებული იყო კოვიდეპიდემია.

„თქვენ მკითხეთ როგორ უნდა ვებრძოლოთო - როგორ და სიმტკიცით. ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობოთ, იმ კანონების აღსრულებით, რომელიც ჩვენთან მიღებული იქნა. მაშინ, რად გვინდა კანონი, თუ მისი აღსრულება არ მოხდება? ვინც კი ოდნავ დაარღვევს კანონს „ვირის აბანოში“, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ისევ მტკიცედ დგომა! ერის, ბერისა და მრევლის ერთად დგომა ისე, როგორც ეს მოხდა კოვიდის დროს.

ერთადერთი იყო საქართველო, სადაც ეკლესიის კარები არ დაკეტილა. იმ უბნელესმა ძალებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაკეტეს ეკლესიები, მაგრამ ჩვენთან ვერ მოახერხეს, ასეთი იყო ნება ღვთისა და ჩვენი დედა ეკლესიის, რაც ხალხმა აღასრულა. ამიტომ არის საჭირო ბრძოლა, სანამ ის ავადსახსენებელი ძალები არ დამარცხდებიან. ისტორიული პროცესი ჩვენს მხარეს არის. გაიხსენონ რამ დაღუპა რომის და ბიზანტიის იმპერია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.