„ხაზარაძე და გახარია აქცენტს არაპარტიულ ფიგურაზე იმიტომაც აკეთებენ, რადგან ვერც ერთი ვერ შეძლებს არჩევნებში წარმატების მიღწევას“

„ხაზარაძე და გახარია აქცენტს არაპარტიულ ფიგურაზე იმიტომაც აკეთებენ, რადგან ვერც ერთი ვერ შეძლებს არჩევნებში წარმატების მიღწევას“

ოთხშაბათს, 11 ივნისსლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაიმართა. ხაზარაძემ თქვა, რომ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის, წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენა, რის რესურსსაც ხედავს. მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად ლელო იყო. ამ საკითხთან და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს ეს შეხვედრა? აღდგება თუ არა ოპოზიციური ერთობა?

- ზურაბიშვილის და ლელოს შეხვედრა რა შედეგს გამოიღებს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან ამ ეტაპზე არ ვიცით ერთმანეთში რა მოილაპარაკეს: ზურაბიშვილმა შეძლო თუ ვერა ლელო დაერწმუნებინა, რომ ხელი აეღო ვერბალურად გაცხადებულ განზრახვაზე, არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე - ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგია და ლელომ პოზიციები დათმო თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით.

არ მგონია, რომ ხაზარაძემ და ლელომ საკუთარ პოზიცია შეიცვალონ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, ან გარედან არ მიიღეს დირექტივა, რომ არ ეტაპზე თავი შეიკავონ არჩევნებში მონაწილეობისგან. რადგანაც მათ შემოაგდეს ინტრიგა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობისგან ისინი რაღაც სარგებელს ელოდებიან, სხვანაირად რაში უნდა დასჭირვებოდათ ამ ვნებათაღელვის აგორება და სხვა პარტიებთან დაპირისპირება ამ საკითხის გამო?!

რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მან ისე მყარად თქვა, რომ არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ახლა მათი მხრიდან პოზიციის რადიკალურად შეცვლა ისევ მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი.

არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი გახდება თუ არა განხეთქილების მიზეზი ოპოზიციურ სპექტრში?

- არჩევნებში ლელოს და გახარიას მონაწილეობა ოპოზიციაში რომ განხეთქილებას შეიტანს, ეს უკვე ცნობილია და არც მალავენ ამას - ისინი ამბობენ, რომ ეს მათთვის იქნება ერთგვარი წყალგამყოფი.

საუბარ არჩევენში საერთო კანდიდატის წარდგენაზე, რომელიც იქნება არაპარტიული და ნეიტრალური ფიგურა მიანიშნებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის განხილვას?

- ეს იქნებოდა ოპოზიციისთვის უკიდურესად წამგებიანი კანდიდატურა, თუკი ეს მართლაც მოხდა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, უცებ მერობამდე ჩამოლაბორანტდეს, ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. თუ მხოლოდ იმის გამო ფიქრობენ ამაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა ჰქონდეს საგარეო მხარდაჭერა, ვერ გახდება ეს საგარეო მხარდაჭერა იმის გარანტი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოიგებს არჩევნებს. თბილისის მერობა არ არის ის თანამდებობა, რომელზეც ზურაბიშვილი იქნებოდა წარმატებული, რადგან მას ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. შესაბამისად, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს ოპოზიცია და წინასწარ წაგებულ არჩევნებში ჩაებმება თუ სალომე ზურაბიშვილს წამოაყენებს კანდიდატურად.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ლელოსა და გახარია - საქართველოსთვის შესაძლო გაერთიანების საკითხს?...

- თუ საპარლამენტო არჩევნების დროს ვერ მოხდა მათი გაერთიანება, რა წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ ახლა მოხდეს? როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მათ ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მათი გაერთიანების მცდელობა სალომე ზურაბიშვილისგან მოდიოდა. ზურაბიშვილს რომ არ გამოეჩინა ინიციატივა, ეს ორი პარტია არც კი იფიქრებდა ერთობლივ პროექტზე. შესაბამისად, არ მგონია, რომ მათ შეძლონ გაერთიანება. თეორიულად არის შესაძლებელი, როგორც გახარიას პარტია ამბობს, შეთანხმდნენ არაპარტიულ კანდიდატზე, ნეიტრალურ ფიგურაზე, რომელსაც ორივე პარტია დაუჭერდა მხარს თბილისის მერობაზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილი იყოს.

მაშ, ვინ იქნება ასეთი კანდიდატურა?

- ალბათ, ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობადი და მაღალი ნდობით მოსარგებლე პიროვნება, რომელსაც ექნება სერიოზული სოციალური და პოლიტიკური კაპიტალი და რომელი შეძლებს მის მხარეს გადაუწყვეტელი ელექტორატის მობილიზებას - ეს არ არის ხელწამოსაკრავი საქმე, ძალიან გულდასმით უნდა იქნეს არჩეული კანდიდატურა, რომ რეალურად გაუწიოს კონკურენცია კალაძეს, რომლის უკანაც დგას მთელი სახელისუფლებო რესურსი.

უშუალოდ გიორგი გახარია ან მამუკა ხაზარაძე რამდენად გაუწევენ კახა კალაძეს სერიოზულ კონკურენციას არჩევნებში?

- არ მგონია, რომ ისინი კონკურენტუნარიანი კანდიდატები იყვნენ იქიდან გამომდინარე, რა შედეგი აჩვენა თუნდაც გახარიამ მერის არჩევნებში - 7%-ზე მეტი ვერ დადო. საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის შედეგები ასევე ცნობილია. ამასთან, არის მთელი რიგი საკითხები, საჩოთირო თემები, რომლებიც შლეიფივით უკან მოსდევს როგორც ერთს, ისე მეორე პოლიტიკოსს. იმიტომ აკეთებენ აქცენტს არაპარტიულ ფიგურაზე, რომ გრძნობენ, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ შეძლებს არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევას.

მარბიელი სისულელეა! ამავე პრინციპით როგორ აიხსნება ივანიშვილის უკანა პლანზე ყოფნა?
5 საათის უკან