შსს-ს ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

შსს-ს ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში ეწვია.

შეხვედრები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებთან გაიმართება.

ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ექსპერტებმა აღნიშნული სამსახურების შესაძლებლობები და საჭიროებები გამოავლინონ, რაც მომავალში მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს.

ვიზიტის დასკვნითი სესია 13 მარტს ჩატარდება, რომელზეც მხარეები შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის პროგრამაზე შეთანხმდებიან.