შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაბა ადგინეში და ქალაქ ახალციხეში ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ტყის მცველი მამუკა ე. და სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის ტყის მცველი შალვა გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ე. და შალვა გ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს ტყის უკანონოდ გაჩეხვის უფლებას აძლევდნენ.

გამოძება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 338–ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).