ზურაბიშვილი: „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს“, - „ფეხი არ დაგიცდეთ!“ - კობახიძე

ზურაბიშვილი: „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს“, - „ფეხი არ დაგიცდეთ!“ - კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ექს-პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას 26 მაისთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“. რას შეიძლება პრემიერი გულისხმობდეს და აქვს თუ არა მას რაიმე კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ოპოზიცია ზურაბიშვილთან ერთად პროვოკაციის მოწყობას?

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის სურვილია, 26 მაისი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს, მაგრამ ხელისუფლება „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მისცემს.

„ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ!“, - ამბობს პრემიერი.

„26 მაისი არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა 9 მაისს ჟურნალისტების კითხვას.

მედიის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს 30 აპრილს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“.

„ცალკე ვინ აღნიშნავს? რეებს ლაპარაკობთ? ეს არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობლივი და ჩვენი ერთობის მიღწევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ზურაბიშვილია, ამ საკითხზე სამსჯელოდ 5 მაისს შეიკრიბა. ამ პლატფორმაში გაერთიანებული არიან „ძლიერი საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და ა.შ. სწორედ ეს პარტიები იქნებიან ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად აპირებს ზურაბიშვილი თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას.

2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ღონისძიებები გაიმართება: თბილისში - ალექსანდრეს ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; თბილისში - ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან; თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელები დადებენ ფიცს. იგივე ღონისძიება გაიმართება ხუთ მუნიციპალიტეტში.

„სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ. ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც, ზოგადად, ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციისა და მათი ამომრჩევლის გატროლვას“, – ეს კი „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას პოზიციაა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც ბევრი ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ არც ერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.

„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა, როგორც შეუძლია. ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, არც ერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება აქვს, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი. ქალბატონი სალომეს მიერ რამის ჩაბარება ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირი, როგორიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ასე ჰაერზე არაფერს იტყვის და ტყუილუბრალოდ ოპოზიციასაც არ გააფრთხილებდა. გვენეტაძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიცია 26 მაისს გარკვეული სახის პროვოკაციას გეგმავდეს, რაზეც ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს, შესაბამისად, პრემიერმა ისინი წინასწარ გააფრთხილა.

„ფაქტია, პრემიერმა იცის რაღაცა ისეთი, რის გამოც ოპოზიციის გაფრთხილება გახდა საჭირო. სხვაგვარად ის ამას არ გააკეთებდა. არაფერია გამორიცხული ამ ნამუსწახდენილი და ჩაძირული ოპოზიციისგან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალბატონი სალომე სამგლე გოჭივით არის ატეხილი. ზურაბიშვილი მერამდენე უკანონობას ჩადის, კაცი ვეღარ დაითვლის. ხელისუფლება ცდილობს, რომ მას თოკი დაუგრძელოს. ზურაბიშვილი ისეთი სიტყვებით გამოდის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ჯერ მარტო მაგისთვის არის პასუხისგებაში მისაცემი. ისეთი მოწოდებებით გამოდის, რომელიც ანტიკონსტიტუციურია.

ჯარს ეხება, ყველაზე მეტად ფაქიზ თემას. ერთხელ უკვე მოუწოდა ჯარს რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ დაემორჩილოს. ახლა წარმოიდგინეთ, რას აპირებენ ესენი და რა ატეხილები არიან. 26 მაისს აღლუმს ჩაიბარებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ეს ქალბატონი გამოდის და დავალების მიხედვით საუბრობს. ერთი მხრივ ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს, მეც აქა ვარო, მეორე მხრივ კი, მას ავალებენ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გახლეჩილობა იყოს. აბა, რას ნიშნავს ჩვენ ჩავიბარებთ 26 მაისსო? ანუ ორ სხვადასხვა ქუჩაზე ორად გაყოფილი ხალხი უნდა იყოს? რას ნიშნავს ეს სისულელე?“,-ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ე.წ. ოპოზიცია, რომელიც ჩვეულებრივად მე-5 კოლონაა, პოლიტიკურად სრულად გაბანკროტდა და ნიღაბი ჩამოეხსნათ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ისინი ყოველ წუთს ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალებას და ერთ დღესაც მართლა კისერს წაიტეხენ.

„ოპოზიცია სკდება გულზე, რადგან ხელისუფლებამ ისე მოახერხა, რომ ხალხის წინაშე გამყიდველები ბოლომდე გააშიშვლა და გაათახსირა. ერთი ოპოზიციური ტელევიზიაც კი ხელისუფლების მხრიდან არ დახურულა, პირიქით, ამდენი ტყუილების ფონზე თავად გახდნენ იძულებულები, დაეხურათ. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და ხვდება. ყველაფერი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და სწორედ ამის ფონზე ამათი მოღალატეობრივი სახე ბოლომდე გამოჩნდა. ახლა სურთ, რომ რამენაირად ხელისუფლება 26 მაისს პროვოკაციაზე წამოაგონ. მე, მაგალითად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, თუ აქვს რაიმე ინფორმაცია იმაზე, რომ ეს მოღალატეები რაღაცა ცუდს გეგმავენ, სჯობს სადაც სუსტია, იქ გაწყდეს“, - ამბობს გვენეტაძე.

Gami ხ/ყ/ვიჩიას პროვინციული, ვირეშმაკული მიუმხრობლობა გლიჯავს, მესამე ცენტია თუ ძალა.. გიხაროდენ ძაბირძე! აი, ხომ მოესწრო "მესამეს".
2 საათის უკან
მარბიელი რაო სალომე ბებიამ, ფეხი მყარი მაქვსო? მაგის ფეხი კუდუსუნი, ბოქვენი და მრავალმხრინი გამოყენების ხახა დიდი ხანია არავის აინტერესებს, ისევე, როგორც მისი პოლიტიკოსობა; ის გაშიფრული უნიჭო და მაკეინის ფონდის დაფინანდებული თანამშრომელია
ის ფომდიც, ესეც და ზედაც კუბილიუს-ფოტიგა-პრიბალტიკა ვერავის ვერაფერს გადაუღუნავს!
პარადოქსი: ვიღაც გერმანელი ვიგინდარა ფიშერი საზღვრავს მეორე მსოფლიო ომის რაობას :)) იქნებ მისი მამა-ბაბუა ჩემებს ყავს "მარილზე გაშვებული" იქნებ ესეც ჩემებმა მიაკეთეს სადმე აღმ გერმანიას, ან ბერლინში, ( იხვეწებოდნენ თურმე გერმანელი ქალები) რას გაიგებ?
იმ ომში 320 ათასი ქართველი დაიხოცა; ამერიკელი (წყნარი ოკეანის ფრონტიანად 380 ათასი)
ფრანგებს გერმანელების გამოჩენისტანავე ჩახდილი ჰქონდათ და მხოლოდ კაპიტულაციის მერე ამოიწიეს!
52 წუთის უკან
Gami ფრანგებს ქამარი მოჭერილი არ აქვთ.
36 წუთის უკან