ცოტა ხნის წინ ამერიკის კოსმოსურმა უწყებამ, „ნასამ“, აღმოაჩინა მსხვილი ასტეროიდების 93 პროცენტი, რომლებიც ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ადრე სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ დედამიწისთვის საშიშია 1 000-მდე ობიექტი, რომელთა ზომები ერთი კილომეტრს აღემატება და მზიდან 195 მილიონი კილომეტრის მანძილზე ბრუნავენ. თუმცა, „ფართოკუთხოვანი ინფრაწითელი კვლევითი ტელესკოპიდან“ სწავლულებმა შეძლეს თავიანთი შეფასებების კორექტირება.
საშიში კოსმოსური „თავდამსხმელები“, ანუ რომელთა დიამეტრი 10 კილომეტრი და მეტია, სულ 981-ია, მათგან უკვე 911-ია აღმოჩენილი. საშუალო ზომების (100 მეტრიდან 1 კილომეტრამდე) კი 35 ათასის ნაცვლად, 19,5 ათასი აღმოჩნდა.
გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, სწორედ „საშიში“ ასტეროიდი ჩამოვარდა თანამედროვე იუკატანის ნახევარკუნძულზე, მექსიკაში, რომელმაც იმსხვერპლა არა მარტო დინოზავრები, არამედ ზღვის ფსკერზე მცხოვრები მოლუსკებიც კი.
„ალბათობა იმისა, რომ რომელიღაც მსხვილი ასტეროიდი დედამიწას ისე დაეჯახება, რომ ბოლო წამამდე ვერ შევამჩნევთ, უკვე არ არსებობს“, - განაცხადა კემბრიჯის ასტროფიზიკის ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტიმ სპარმა.
„ნასას“ განსაკუთრებული ინტერესი ასტეროიდებისადმი გამოწვეულია იმით, რომ 2025 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ასტრონავტების გადასხმას სწორედ ასტეროიდზე გეგმავს, ხოლო 2030 წლისთვის მათი გაგზავნა მარსზეა დაგეგმილი.