სააკაშვილების სიმდიდრის ფორმულა არის სახელმწიფო ბანდიტიზმი, პირდაპირი გზით ყაჩაღობა და ხალხის ქონების მითვისება, - განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა არის სააკაშვილების სიმდიდრის ფორმულა.
„[სააკაშვილების სიმდიდრის ფორმულა არის] სახელმწიფო ბანდიტიზმი. პირდაპირი გზით ყაჩაღობა და ხალხის ქონების მითვისება. პროექტი „კორუფციული რვაფეხა“ გვქონდა და მოკლედ გეტყვით, როგორ გაება სააკაშვილი ჩვენს მახეში. ჩვენ ამოვიღეთ მისი პირველი დეკლარაცია, საიდანაც ირკვეოდა, რომ ოროთახიანი ბინა ჰქონდა პეროვსკაიაზე და ჯამში რამდენიმე ათასი ლარი სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე. ჯამში 123 ათასი ლარის ქონება ჰქონდათ მას და ქალბატონ სანდრას ბინის ჩათვლით. როდესაც პრეზიდენტობას ასრულებდა, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 600 ათასი ლარი ჰქონდა მიღებული 9 წლის პრეზიდენტობის მანძილზე. რაც მის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული, თანხა იყო ნახევარი მილიონი, ქონება ჯამში მილიონ ორასი ათასი. დისბალანსი, დაუსაბუთებელი ქონება ჰქონდა 600 ათასის. ამის გამო დავიწყეთ ქექვა. აღმოვაჩინეთ, რომ განათლების სისტემის მონოპოლიის სათავეში იდგნენ ბენდუქიძე და სააკაშვილის დედა. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
პოლიტიკოსმა ამ სქემაზე ვრცლად ისაუბრა.
„რატომ არის დასაფასებელი საგამოძიებო კომისიის მუშაობა?! დებენ სურათს, რომ აქ ცალკეულ დანაშაულს კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ სისტემა იყო დანაშაულებრივი შექმნილი. მაგალითად 2009 წლამდე დაიხურა 30% საჯარო სკოლების. 1045 სკოლა დაიხურა 3000 სკოლიდან. სად უნდა წასულიყვნენ ეს ბავშვები? რა თქმა უნდა მოხდა გაწოვა იმ კერძო სკოლებში, რომელთა მონოპოლია გიული ალასანიას და ბენდუქიძეს ჰქონდათ. მეორეს მხრივ უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ არც ისეთი ბევრი სახელმწიფო დაწესებულება გვქონდა, როდესაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგალითად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეს იყო გიგანტი პრაქტიკულად თავისი სიმძლავრეებით, თავისი წარმადობით, რომ ბევრი სტუდენტი მიეღო. თავისი მეურნეობით ლაბორატორიით, უნიკალური ცენტრი იყო, ეს ბენდუქიძემ წაიღო კაპიკებში. ეს გახდა კერძო. ასევე, მოქმედებდა დედამისიც. მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტი. პირობითად ვთქვათ, ტექნიკურ უნივერსიტეტს თუ აქვს 6 ნაწილი და და თქვენ ორი წაიღეთ, თქვენ შეამცირეთ ტექნიკური უნივერსიტეტის საშუალება და სტუდენტებს წაართვით საშუალება, რომ 2500 ლარად ისწავლონ და იძულებულია, რომ 6000 ლარი გადაიხადოს“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
მან მაგალითისთვის გაიხსენა ერთ-ერთი მოქალაქის თემურ ჭანტურიშვილის საქმე, რომელიც ბათუმში მდებარე დიპლომატიური კოლეჯის დირექტორი იყო იმ წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მას პირდაპირ მოსთხოვეს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც ჰექტრობით იყო გადაეფორმებინა გიული ალასანიასთვის, უარის გამო კი მას ქონება დაუყადაღეს. მისი თქმით, მოსამართლემ კი რომელმაც თქვა, რომ ამ ქონების ჩამორთმევა უკანონოდ ხდებოდა, რამდენიმე დღეში დააკავეს.