ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

კითხვა: სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია გაქვთ? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იგი პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე?

ჯო უილსონი: მე ამაში მონაწილეობა მივიღე, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის ინაუგურაციაზე. ის პრეზიდენტის კაბინეტის წევრებს შეხვდა, როდესაც აქ იმყოფებოდა. ბატონო პრეზიდენტო, როგორც მე ვამბობ, ჩვენ კონფლიქტის მდგომარეობაში ვართ.

კითხვა: რას ფიქრობთ მომიტინგეებისთვის სამხედრო დახმარებაზე?

ჯო უილსონი: თუ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ, გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, პოლ მასაროს კომისიას.

პოლ მასარო: ბატონო პრეზიდენტო, მე დავუკავშირდები საჭირო ადამიანს და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ წინადადებებს, აზრებს და მსგავს რამეებს.

Gami დონე, დონე ნახე... ავოე!
15 წუთის უკან