რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.
ზურაბიშვილს და ნანუაშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.
კითხვა: რას ფიქრობთ ტრამპის ადმინისტრაციაზე?
სალომე ზურაბიშვილი: ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, თუ შევეცდებით დავინახოთ, რა შეიძლება იყოს კარგი მხარე, მიუხედავად შოკისა, რომელიც ყველამ განვიცადეთ, როდესაც მან [ტრამპმა] გამოაცხადა თავისი პოზიციები უკრაინისა და პუტინის მიმართ.
კითხვა: გეთანხმებით, მაგრამ კარგ სცენარს ვერ ვხედავ. ჩემთვის საუკეთესო სცენარია, რომელიც უკრაინამ წარსულში განახორციელა. ვგულისხმობ მაიდანს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივე გამოგივათ.
სალომე ზურაბიშვილი: აქ პროტესტი არ წყდება. აქ [თბილისში] პროტესტის კონსოლიდაციისა და გაგრძელების ადგილია, რადგან სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ქუჩის პროტესტი ერთადერთი საშუალებაა. სხვა არაფერი რჩება, გარდა ქუჩაში გამოსვლისა, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ჩემი აზრით, კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი სხვა სტაბილური გზით გადაწყვეტა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიანი გზით.