მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე საქართველოსთან ურთიერთობა ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე საქართველოსთან ურთიერთობა ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე საქართველოსთან ურთიერთობა ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრებზე ეუთოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის შთაბეჭდილებებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად კარგად არის საქართველოში საარჩევნო სისტემა ორგანიზებული და რომ კარგი იქნება ეს გამოცდილება საქართველომ სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.

„ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ეუთოს ჰყავს ახალი გენერალური მდივანი. მას მე რამდენჯერმე შევხვდით უკვე სხვადასხვა ფორმატში - ვენაშიც, ანტალიაშიც და გვქონდა საუბარი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს გამოწვევებთან დაკავშირებით,. მოგეხსენებათ, ეუთო არის ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია და რა თქმა უნდა მისი მთავარი მიზანი და პრინციპები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ეუთო სივრცეში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომლობა.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეუთოს გენერალური მდივნის ეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. ჰქონოდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გამომდინარე იქიდან, რომ მანაც არა ერთხელ აღნიშნა ვიზიტის განმავლობაში, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა ეუთოს სივრცეში მშვიდობისათვის და სტაბილურობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამხრეთ კავკასიაში კი საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ასევე, მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნება ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსიები პრემიერ-მინისტრთანაც. ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს. ჰქონდა შეხვედრა, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა ვთქვა, რომ გაგვიზიარა მისი შთაბეჭდილებები ამ შეხვედრიდან, რამდენად კარგად არის საქართველოში საარჩევნო სისტემა ორგანიზებული და რამდენად უნდა ჩვენ იქით გაუზიაროთ ეუთოს მონაწილე ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.