უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

უჩა ნანუაშვილი: დადებითი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ დემონსტრაციები გაგრძელდება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, მოუწოდა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ. საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს ამ წლის აპრილამდე, მაგრამ მათ უარი თქვეს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს. ზამთრის პერიოდში პრობლემები გვქონდა და დიდი დემონსტრაციებისთვის ვემზადებით, მაგრამ ასევე საჭიროა ამ დემონსტრაციებისა და პროტესტის გაგრძელება რაც შეიძლება ბევრ ქალაქსა და სოფელში, ასევე ვემზადებით გაფიცვების ჩასატარებლად.

კითხვა: როგორ დაგეხმარათ USAID-ი ან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო? ისინი ნამდვილად ცდილობენ თქვენს დახმარებას?

უჩა ნანუაშვილი: დიახ, ისინი საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. დიახ, ამ მხარდაჭერას განსაკუთრებით აშშ-ისგან ვიღებდით. ევროკავშირიც გვიჭერდა მხარს. ამიტომ მეტი კონტაქტი და თანამშრომლობა გვაქვს, უფრო აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რადგან თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც და საელჩოსაც არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მაგრამ ზოგადად, საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ყველა შესაძლო სცენარს ველით. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები.

Gami არავის არ უნდა დაავიწყდეს: ზურაბიშვილი და ნანუაშვილი, ივანიშვილის რჩეულები იყვნენ ერთ დროს!!!
24 წუთის უკან